პოლიტიკური პარტიების საგარეო პოლიტიკის ხედვები საქართველოში/Foreign Policy Priorities in Political Party Manifestos in Georgia

Share Embed


Descripción

საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი

პოლიტიკური პარტიების საგარეო პოლიტიკის ხედვები საქართველოში 1992-2012 წლების პერიოდის საქართველოს საპარლამენტო პოლიტიკური პარტიების საარჩევნო პროგრამების ანალიზი

კვლევის ავტორი: თორნიკე ზურაბაშვილი

თბილისი

2015 1

პუბლიკაცია მომზადებულია აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) პროგრამის

„საქართველოში

საჯარო

პოლიტიკის,

ადვოკატირებისა

და

სამოქალაქო

საზოგადოების განვითარების“ (G-PAC) ანაზღაურებადი სტაჟირების ფარგლებში. ამ პროგრამის განხორციელება შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის გულისხმიერი მხარდაჭერის შედეგად, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით. ამ გამოცემაში გამოთქმული მოსაზრებები წარმოადგენს ავტორის მოსაზრებებს და არ შეიძლება განხილულ იქნეს საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის, აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ან ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის შეხედულებათა ამსახველად.

2

ეძღვნება ალექსანდრე რონდელის ხსოვნას

3

სარჩევი წინასიტყვაობა

6

კვლევის მეთოდოლოგია

7

კვლევის ძირითადი მიგნებები

9

რაოდენობრივი მიგნებები

14

განაცხადების რაოდენობების შედარება წლების მიხედვით

21

1992 წლის 11 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები

25

1995 წლის 5 ნოემბრის საპარლამენტო არჩევნები

38

1999 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები

48

2003 წლის 2 ნოემბრის საპარლამენტო არჩევნები (გაუქმებული)

53

2004 წლის 28 მარტის (ხელახალი) საპარლამენტო არჩევნები

61

2008 წლის 21 მაისის საპარლამენტო არჩევნები

68

2012 წლის 2 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები

74

დანართი: საგარეო პოლიტიკის თემატური კატეგორიები და მათი განმარტებები

83

4

კვლევის შესახებ აღნიშნული

კვლევა

მომზადდა

თორნიკე

ზურაბაშვილის

მიერ,

საქართველოს

სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდში გავლილი სტაჟირების ფარგლებში. სტაჟირების პროგრამას ახორციელებს აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტი (EWMI) აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით. კვლევის განმავლობაში თორნიკე ზურაბაშვილს ხელმძღვანელობას უწევდა ფონდის პრეზიდენტი, მეცნიერებათა დოქტორი, ალექსანდრე რონდელი. კვლევის პროცესში გაწეული დახმარებისთვის, ავტორი განსაკუთრებულ მადლობას უხდის

საქართველოს

საზოგადოებრივ

საქმეთა

ინსტიტუტის

სამართლისა

და

პოლიტიკის სკოლის დეკანს, ბაკურ კვაშილავას. კვლევაზე არსებული შენიშვნებისა და რეკომენდაციებისთვის გთხოვთ დაუკავშირდეთ ავტორს ელ.ფოსტის მისამართზე: [email protected]

5

წინასიტყვაობა საქართველოს

კონსტიტუციის

თანახმად,

ქვეყნის

საგარეო

პოლიტიკის

ძირითად

მიმართულებებს საქართველოს უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანო, საქართველოს პარლამენტი განსაზღვრავს. დამოუკიდებლობის მოპოვებიდან დღემდე, საქართველოში სულ 7 საპარლამენტო არჩევნები გაიმართა. საგარეო

ურთიერთობები

და

პარტიების

საგარეო

პოლიტიკური

ხედვა,

ქართველი

ამომრჩევლისათვის ყოველთვის დიდ მნიშვნელობას ატარებდა, ზოგჯერ კი გადამწყვეტ როლსაც თამაშობდა მის პოლიტიკურ არჩევანში. ეს კი იმ ფონზე, როდესაც სამეცნიერო ლიტერატურა და საგაზეთო სტატიები საგარეო პოლიტიკის საკითში პარლამენტის როლისა და პარტიების საგარეო პოლიტიკური ხედვების შესახებ ძალზედ მწირია. მომდევნო წლების განმავლობაში მოსალოდნელია, რომ მოქალაქეთა არჩევანი სულ უფრო მეტად

იქნება

დამოკიდებული

პარტიათა

იდეოლოგიურ

კუთვნილებაზე

და

მათ

შეხედულებებზე პოლიტიკური, ეკონომიკური და საზოგადოებრივი ცხოვრების სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით. საქართველოს სულ უფრო მზარდი საერთაშორისო ჩართულობის პირობებში კი, სავარაუდოა, რომ საგარეო პოლიტიკის საკითხი ახალ და უფრო დიდ მნიშვნელობას შეიძენს პარტიების პრიორიტეტთა ნუსხაში. სწორედ ამიტომ, კვლევის პროექტი მოახდენს საპარლამენტო პოლიტიკური პარტიების პროგრამებში საგარეო პოლიტიკური საკითხების რაოდენობრივ და თვისებრივ ანალიზს, შეადარებს მათი საარჩევნო პროგრამების მონაცემებს და ეცდება დაადგინოს თუ რა როლი ეკავა საგარეო პოლიტიკას სხვადასხვა წლების მიხედვით და როგორ არჩევანს აკეთებდნენ პოლიტიკური პარტიები საგარეო პოლიტიკური და ეკონომიკური ხასიათის თემების მიმართ. კვლევის მიზანია, ერთის მხრივ, ნათელი სურათი შექმნას ბოლო ოცი წლის მანძილზე ქვეყანაში ჩამოყალიბებული საგარეო პოლიტიკური ხედვების შესახებ, ხოლო მეორეს მხრივ, გვაჩვენოს თუ როგორ იცვლებოდა პარტიათა საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტები წლების მიხედვით (1992-2012 წლების პერიოდი).

6

კვლევის მეთოდოლოგია კვლევის პირველ ეტაპზე, მოხდა საპარლამენტო პარტიების პროგრამების მოძიება. პროგრამები ელექტრონული წყაროების მეშვეობით და/ან პარტიებთან პირდაპირი კომუნიკაციის შედეგად შეგროვდა.

ამ

მხრივ,

განსაკუთრებით

აღსანიშნავია

გერმანიის

კვლევითი

ფონდის

დაფინანსებული პოლიტიკური პარტიების საარჩევნო პროგრამების კვლევის პროექტის მონაცემთა ბაზა, რომელიც თავს უყრის სხვადასხვა ქვეყნის პოლიტიკური პარტიების პროგრამებს (https://manifesto-project.wzb.eu/). რაც შეეხება უშუალოდ კვლევაში მოხვედრილ პოლიტიკური პარტიებს, არჩევანი გაკეთდა პარტიებზე რომლებმაც არჩევნებში სულ მცირე 2 მანდატი მაინც მოიპოვეს. პროგრამების მოძიების შემდეგ, მოხდა ტექსტების ანალიზი. პირველ რიგში, დაჯამდა პარტიის მიერ პროგრამაში დაწერილ წინადადებათა რაოდენობა და მონიშნულ იქნა საგარეო თემატიკის

წინადადებები. აღნიშნული ნაბიჯი, ორ მიზანს ემსახურებოდა: საგარეო პოლიტიკური თემატიკის

წინადადებათა

განცალკევებამ ტექნიკური

კუთხით

გააიოლა

პროგრამების

შემდგომი ანალიზი და შესაძლო გახადა მთლიან პროგრამაში საგარეო პოლიტიკის საკითხების წილის რაოდენობრივი შეფასება. პროგრამებში საგარეო პოლიტიკური წინადადებების დადგენის შემდეგ განხორციელდა მათი თემატური

ანალიზი.

წინადადებათაგან

განცალკევდა

პარტიის

მიერ

გამოთქმული

თვალსაზრისი (შემდგომში განაცხადი) საგარეო პოლიტიკის ამა თუ იმ საკითხზე. მაგალითად, თუ პარტია აცხადებს, რომ „პარტიის პრიორიტეტია ევრო–ატლანტიკური ინტეგრაცია“, სიტყვათა ეს ერთობლიობა მიიჩნევა, როგორც 1 წინადადება, მაგრამ 2 განაცხადი: I. პარტია მხარს უჭერს ევროპულ ინტეგრაციას; II. პარტია მხარს უჭერს ნატოში ინტეგრაციას. ამ პრინციპით, ერთი წინადადება აუცილებლად უდრის სულ მცირე ერთ განაცხადს მაინც. კვლევის შემდგომ ეტაპზე, მოხდა საგარეო პოლიტიკური განაცხადების შემდეგ კატეგორიებთან მისადაგება (კატეგორიების განმარტებები დართულია კვლევის ანგარიშის ბოლოს):  დასავლეთი – დადებითი  დასავლეთი – უარყოფითი  საერთაშორისო გახსნილობა – დადებითი  საერთაშორისო გახსნილობა – უარყოფითი  რუსეთის ფედერაცია – დადებითი  რუსეთის ფედერაცია – უარყოფითი  რუსეთის ფედერაცია – ნეიტრალური  ურთიერთობა მეზობლებთან – დადებითი  ურთიერთობა მეზობლებთან – უარყოფითი  ნეიტრალიტეტი/დაბალანსებული საგარეო პოლიტიკა – დადებითი 7

 ზოგადი/სხვა საგარეო

პოლიტიკის

თემატური

კატეგორიების

აღნიშნული

ჩამონათვალი

საარჩევნო

პროგრამების ტექსტების წინასწარი მიმოხილვის შედეგად ჩამოყალიბდა და სრულად ფარავს პარტიების პროგრამებში მიმოხილულ საკითხებს. განაცხადების კატეგორიებთან მისადაგების შემდგომ, განხორციელდა შედეგების ანალიზი. კვლევის ანგარიშის შემდგომ თავებში, წარმოდგენილია მონაცემების ანალიზის შედეგები, როგორც მთლიანი ისე ცალკეული საარჩევნო წლების მიხედვით.

8

კვლევის ძირითადი მიგნებები



პარტიათა უმეტესობა, საგარეო პოლიტიკის საკითხებს სიღრმისეულად არ ეხება და შემოიფარგლება

ზოგადი

განცხადებებით

ქვეყნის

საგარეო

კურსის

შესახებ.

პარტიების მხოლოდ მცირე ნაწილი საუბრობს კონკრეტულად როგორ შეიძლება მოხდეს ამა თუ იმ საგარეო პოლიტიკური მიზნის მიღწევა;



პარტიათა მხოლოდ მცირე ნაწილი განიხილავს საგარეო ეკონომიკური პოლიტიკის წარმართვის ხედვებს;



საგარეო პოლიტიკური თემატიკის წინადადებათა წილი საარჩევნო პროგრამებში არსებულ

მთლიან

წინადადებათა

7.88%-ია,

მეტნაკლებად

განსხვავებულია

სხვადასხვა წლების მიხედვით და არ ხასიათდება რაიმე მნიშვნელოვანი ზრდადი ან კლებადი ტენდენციით; საგარეო პოლიტიკური საკითხების გაშუქებას ყველაზე მეტი ყურადღება 1992 წელს ექცეოდა, ხოლო ყველაზე ნაკლები 2008 წლის არჩევნებზე. ---------------



პარტიების

მიერ

დასავლეთისადმი

ყველა

არჩევნებში

დადებითია

და

გაკეთებული

მხოლოდ

განაცხადებიდან

0.92%-ია

უარყოფითი,

30% რაც

ერთმნიშვნელოვნად მიუთითებს, რომ საქართველოს პოლიტიკური სპექტრის უმრავლესობისთვის დასავლური ორიენტაცია უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია;



პარტიების

მიერ

ყველა

არჩევნებში

გაკეთებული

განაცხადებიდან

19%

საერთაშორისო გახსნილობისადმი დადებითია და მხოლოდ 1.84%-ია უარყოფითი, რაც

იმაზე

მეტყველებს,

უმრავლესობისთვის

რომ

მისაღებია

საქართველოს ქვეყნის

პოლიტიკური

საერთაშორისო

პარტიების

ორგანიზაციებში

ჩართულობა, გლობალურ პროცესებში მონაწილეობა და ქვეყნის ეკონომიკური გახსნილობა;

9



პარტიების მიერ ყველა არჩევნებში გაკეთებული განაცხადებიდან 17% მეზობელ ქვეყნებთან მიმართებით დადებითია და მხოლოდ 0.13%-ია უარყოფითი, რაც მეტყველებს, რომ საქართველოს პოლიტიკური პარტიების უმრავლესობისთვის რეგიონის

ქვეყნებთან

კეთილმეზობლური

ურთიერთობა

უმნიშვნელოვანესი

პრიორიტეტია;



პარტიების მიერ ყველა არჩევნებში გაკეთებული განაცხადებიდან 8% რუსეთისადმი უარყოფითია, 5% ნეიტრალური და მხოლოდ 1.84%-ია დადებითი, რაც მეტყველებს იმაზე, რომ საქართველოს პოლიტიკური პარტიებისთვის რუსეთი უმეტესწილად უარყოფით კონტექსტში განიხილება;



პარტიების

მიერ

ყველა

არჩევნებში

ნეიტრალიტეტის/დაბალანსებული

გაკეთებული

საგარეო

პოლიტიკის

განაცხადებიდან მომხრეა,

რაც

1.84% კიდევ

ერთხელ მიუთითებს საქართველოს პოლიტიკური პარტიების მტკიცე არჩევანზე, ქვეყანამ აქტიური მონაწილეობა მიიღოს მსოფლიოში მიმდინარე ინტეგრაციულ პროცესებში;



პარტიების მიერ ყველა არჩევნებში გაკეთებული განაცხადებიდან 13% ზოგადია ან არ შეესაბამება

არცერთ

კატეგორიას;

ამ

კატეგორიაში

შემავალი

განაცხადები

მიმოიხილავენ საგარეო საქმეთა სამინისტროში გასატარებელ რეფორმებს, საგარეო ეკონომიკური ურთიერთობების და სხვა საკითხებს. ---------------



დასავლეთის მიმართ პროცენტულად ყველაზე მეტი დადებითი განაცხადი გაკეთდა 2004

წელს;

90-იანი

წლების

არჩევნებში

დასავლეთისადმი

დადებითი

დამოკიდებულება ორჯერ უფრო ნაკლებია ვიდრე 2000-იანი წლების არჩევნებში;



საერთაშორისო გახსნილობისადმი დადებითი დამოკიდებულების ყველაზე მაღალი ხარისხით 1999 და 1992 წლების არჩევნები გამოირჩეოდა, ყველაზე ნაკლებით კი 2008 წლის არჩევნები. 90-იანი წლების არჩევნები საერთაშორისო გახსნილობისადმი უფრო მეტად დადებითია, ვიდრე შემდგომი წლების არჩევნები;

10



საერთაშორისო გახსნილობისადმი პროცენტულად ყველაზე მეტად უარყოფითი დამოკიდებულება 2008 წელს დაფიქსირდა, რაც მნიშვნელოვანი ზრდაა 2003 და 2004 წლების ნულოვანი მაჩვენებლისგან. მინიმალური მაჩვენებელი ფიქსირდება 2012 წელს და 90-იანი წლების არჩევნებში;



რუსეთის ფედერაციისადმი პროცენტულად ყველაზე დადებითი დამოკიდებულება 2008 წელს დაფიქსირდა, ყველაზე ნაკლები 2012 წელს, ხოლო 1999 წელს - ნულოვანი. ზრდის ტენდენცია შეიმჩნევა 2003 და 2004 წლებში;



რუსეთისადმი პროცენტულად ყველაზე უარყოფითი დამოკიდებულება გამოვლინდა 2012 წელს. თანაბარი და საშუალო მაჩვენებლები აქვთ 1992, 2003, 2004 და 2008 წლების არჩევნებს. თანაბარი და მინიმალური მაჩვენებლები აქვთ 1995 და 1999 წლების არჩევნებს;



რუსეთისადმი

პროცენტულად

ყველაზე

ნეიტრალური

დამოკიდებულება

გამოვლინდა 1995 წელს. საშუალო მაჩვენებლები აქვთ 2012 და 1992 წლებს, ხოლო 1999, 2003, 2004 და 2008 წლებს - მინიმალური;



მეზობელი ქვეყნების მიმართ პროცენტულად ყველაზე დადებითი განწყობა გამოვლინდა

1995

წელს.

მაღალი

მაჩვენებელი

დაფიქსირდა

2003

წელსაც.

პროცენტულად ყველაზე ნაკლები დადებითი განაცხადი გაკეთდა 2008 წელს;



მეზობელ ქვეყნებთან მიმართებაში უარყოფითი დამოკიდებულება მხოლოდ 1999 წელს გამოვლინდა და ისიც მინიმალური პროცენტული მაჩვენებლით;



ნეიტრალიტეტის/დაბალანსებული

საგარეო

პოლიტიკის

განაცხადებს

პროცენტულად ყველაზე მეტი 1999 წელს დაეთმო. პარტიები ადრეულ არჩევნებში უფრო იყვნენ ნეიტრალიტეტისადმი დადებითად განწყობილი ვიდრე მოგვიანებით. 2004 და 2008 წლების ნულოვანი მაჩვენებლის შემდეგ, ნეიტრალიტეტის თემამ 2012 წელს კვლავ იჩინა თავი.

11

- დასავლეთისადმი ყველაზე მეტი დადებითი განაცხადი გააკეთეს შემდეგმა პარტიებმა: 1. 2. 3. 4. 5.

2004. ნაც. მოძრ. (40); 2012. ქართ. ოცნება (38); 2012. ნაც. მოძრ. (34); 2003. ბურჯ. - დემ. (20); 1995. ედპ (18);

6. 7. 8. 9. 10.

1992. ედპ (11); 2003. მემარჯვ. (10); 2004. მრეწ.+მემარჯ. (10); 2008. რესპუბ. (7); 1999. მოქკავშირი (6).

- დასავლეთისადმი უარყოფითი განაცხადი გააკეთეს შემდეგმა პარტიებმა: 1.

2008. რესპუბ. (6);

2.

1999. ლეიბ. (1).

- საერთაშორისო გახსნილობისადმი ყველაზე მეტი დადებითი განაცხადი გააკეთეს შემდეგმა პარტიებმა: 1. 2. 3. 4. 5.

2012. ქართ. ოცნება (28); 1992. ქარტია 91 (9); 1992. მშვიდობა (7); 2004. ნაც. მოძრ (7); 1999. აღორძ. (6);

6. 7. 8. 9. 10.

2004. მრეწ.+მემარჯ. (6); 1992. ეროვ. დამოუკ. (5); 1999. მრეწვ. (5); 1999. მოქკავშირი (5); 2003. მრეწვ. (5).

- საერთაშორისო გახსნილობისადმი უარყოფითი განაცხადები გააკეთეს შემდეგმა პარტიებმა: 1. 2. 3.

1992. ტრადიც. (4); 2008. რესპუბ. (4); 1999. ლეიბ. (2);

4. 5.

2012. ქართ. ოცნება (2); 1992. მწვანეები (1); 6. 1995. რეფორმ. (1).

- რუსეთისადმი დადებითი განაცხადები გააკეთეს შემდეგმა პარტიებმა: 1. 2. 3. 4.

2004. ნაც. მოძრ. (5); 1992. სოც.-დემოკრ. (4); 2008. ლეიბ. (3); 1995. თანადგომა (2);

5. 6. 7. 8.

2012. ქართ. ოცნება (2); 1995. რეფორმ. (1); 2003. აღორძ. (1); 2003. ლეიბ. (1).

- რუსეთისადმი ყველაზე მეტი უარყოფითი განაცხადი გააკეთეს შემდეგმა პარტიებმა: 1. 2. 3. 4.

2012. ქართ. ოცნება (27); 2012. ნაც. მოძრ. (5); 2003. მემარჯვ. (4); 2004. მრეწ.+მემარჯ. (4);

5. 6. 7. 8.

1992. ეროვ. დამოუკ. (3); 1995. ედპ (3); 2008. გაერ. ოპოზ. (3); 1992. სოც.-დემოკრ. (2).

- რუსეთისადმი ყველაზე მეტი ნეიტრალური განაცხადი გააკეთეს შემდეგმა პარტიებმა: 1. 2. 3.

2012. ქართ. ოცნება (11) 1995. ედპ (10); 1992. მიწადმ. კავშ. (3);

4. 5.

1992. ქარტია 91 (2); 1992. სოც.-დემოკრ. (2).

- სამეზობლოსადმი ყველაზე დადებითი განაცხადი გააკეთეს შემდეგმა პარტიებმა: 1. 2. 3. 4. 5.

1995. ედპ (20); 2012. ქართ. ოცნება (18); 2003. მემარჯვ. (13); 2004. მრეწ.+მემარჯ. (13); 1992. ედპ (7);

6. 7. 8. 9. 10.

2003. ახალი. საქ. (6); 2012. ნაც. მოძრ. (6) 1995. რეფორმ. (5) 1995. ტრადიც. (5) 2004. ნაც. მოძრ. (5).

- სამეზობლოსადმი უარყოფითი განაცხადი გააკეთა შემდეგმა პარტიამ: 1.

1999. ლეიბ (1).

12

- ნეიტრალიტეტის/დაბალანსებული საგარეო პოლიტიკის მომხრე განაცხადები გააკეთეს შემდეგმა პარტიებმა: 1. 2. 3. 4. 5. 6.

1992. ქარტია 91 (2); 1999. ლეიბ. (2); 2003. ლეიბ. (2); 1992. დემოკ. პარტ. (1); 1992. ტრადიც. (1); 1992. კოსტ. საზოგ. (1);

7. 8. 9. 10. 11.

1992. სოც. სამართ. (1); 1995. მოქკავშირი (1); 1995. პროგრესი (1); 1999. აღორძ. (1); 2012. ქართ. ოცნება (1).

13

რაოდენობრივი მიგნებები შემდგომ ორ ცხრილში წარმოდგენილია პარტიების მიერ ყველა წლის არჩევნებში გაკეთებული განაცხადების განაწილება კატეგორიების მიხედვით და მთლიან დოკუმენტში საგარეო პოლიტიკური წინადადებების პროცენტული მაჩვენებლების შედარება წლების მიხედვით. მიგნებები: პარტიების მიერ ყველა არჩევნებში გაკეთებული 758 საგარეო პოლიტიკური განაცხადიდან 227 (29.94) დასავლეთისადმი დადებითია, 144 (18.99%) საერთაშორისო გახსნილობისადმი დადებითი, 132 (17.41%) სამეზობლოს მიმართ დადებითი, 102 (13.45) ზოგადია ან არ შეესაბამება არც ერთ კატეგორიას, 61 (8.04%) რუსეთისადმი უარყოფითი, 37 (4.88%) რუსეთისადმი ნეიტრალური, 19 (2.50%) რუსეთისადმი დადებითი, 14 (1.84%) საერთაშორისო

გახსნილობისადმი

უარყოფითი,

14

(1.84%)

ნეიტრალიტეტის

/

დაბალანსებული საგარეო პოლიტიკის მომხრე, 7 დასავლეთისადმი უარყოფითი (0.92%) და 1 (0.13%) სამეზობლოსადმი უარყოფითი.

პარტიების განაცხადები კატეგორიების მიხედვით სხვა 13%

ნეიტრ. 2% მეზობლ. – 0%

დას. + 30%

მეზობლ. + 17%

დას. – 1%

რუს. ნეიტრ. 5% რუს. – 8%

საერთ. + 19%

რუს. + საერთ. – 3% 2%

14

მიგნებები: საგარეო პოლიტიკური საკითხების გაშუქებას ყველაზე მეტი ყურადღება 1992 წელს ექცეოდა, ხოლო ყველაზე ნაკლებად 2008 წლის არჩევნებზე. წინადადებათა პროცენტული მაჩვენებელი შემცირდა 1995 და 1999 წლებში, გაიზარდა 2003 და 2004 წლებში, მინიმუმამდე დაეცა 2008 წელს და ხელახლა გაიზარდა 2012 წელს.

წინადადებების % წილის შედარება 2012 2008 2004 2003 1999 1995 1992 0

1

2

3

4

5

6

7

8

9

10

შემდგომ ცხრილებში წარმოდგენილია პარტიების მიერ სხვადასხვა კატეგორიის განაცხადების პროცენტული მაჩვენებლების შედარება წლების მიხედვით.

დასავლეთი - დადებითი მიგნებები: დასავლეთის მიმართ პროცენტულად ყველაზე მეტი დადებითი განაცხადი გაკეთდა 2004 წელს, მეტნაკლებად თანაბარი მაჩვენებელი დაფიქსირდა 2003, 2008 და 2012

წლებში.

2000-იანი

წლებისგან

განსხვავებით

დასავლეთისადმი

დადებითი

დამოკიდებულება განახევრებულია 90-იანი წლების არჩევნებში.

დასავლეთი - დადებითი 2012 2008 2004 2003 1999 1995 1992 0

5

10

15

20

25

30

35

40

45

50

15

დასავლეთი - უარყოფითი მიგნებები:

დასავლეთისადმი

უარყოფითი

დამოკიდებულების

ყველაზე

მაღალი

პროცენტული მაჩვენებელი ფიქსირდება 2008 წელს, ხოლო 1999 წელს მინიმალური. დანარჩენ 5 არჩევნებში დასავლეთის მიმართ უარყოფითი დამოკიდებულება არ გამოვლენილა.

დასავლეთი - უარყოფითი 2012 2008 2004 2003 1999 1995 1992 0

2

4

6

8

10

12

14

16

18

20

საერთაშორისო გახსნილობა - დადებითი მიგნებები: საერთაშორისო გახსნილობისადმი დადებითი დამოკიდებულების ყველაზე მაღალი ხარისხით 1999 და 1992 წლების არჩევნები გამოირჩეოდა, ყველაზე ნაკლებით კი 2008 წლის არჩევნები. 1995, 2003, 2004 და 2012 წლების არჩევნები მეტნაკლებად თანაბარ შედეგს აჩვენებს. 90-იანი წლების არჩევნები საერთაშორისო გახსნილობისადმი უფრო მეტად დადებითია ვიდრე შემდგომი წლების არჩევნები.

საერთ. გახსნ. - დადებითი 2012 2008 2004 2003 1999 1995 1992 0

5

10

15

20

25

30

35

40

45

50

16

საერთაშორისო გახსნილობა - უარყოფითი მიგნებები: საერთაშორისო გახსნილობისადმი პროცენტულად ყველაზე უარყოფითი დამოკიდებულება 2008 წელს დაფიქსირდა, რაც მნიშვნელოვანი ზრდაა 2003 და 2004 წლების ნულოვანი მაჩვენებლისგან. მინიმალური მაჩვენებელი ფიქსირდება 2012 წელს და 90-იანი წლების არჩევნებში.

საერთ. გახსნ. - უარყოფითი 2012 2008 2004 2003 1999 1995 1992 0

2

4

6

8

10

12

14

რუსეთის ფედერაცია - დადებითი მიგნებები:

რუსეთის

ფედერაციისადმი

პროცენტულად

ყველაზე

დადებითი

დამოკიდებულება 2008 წელს დაფიქსირდა, ყველაზე ნაკლები 2012 წელს ხოლო 1999 წელს ნულოვანი. ზრდის ტენდენცია შეიმჩნევა 2003 და 2004 წლებში. თანაბარი და საშუალო მაჩვენებელია 1992 და 1995 წლებში.

რუსეთი - დადებითი 2012 2008 2004 2003 1999 1995 1992 0

1

2

3

4

5

6

7

8

9

10

17

რუსეთის ფედერაცია - უარყოფითი მიგნებები: რუსეთისადმი პროცენტულად ყველაზე უარყოფითი დამოკიდებულება გამოვლინდა 2012 წელს. თანაბარი და საშუალო მაჩვენებლები აქვთ 1992, 2003, 2004 და 2008 წლების არჩევნებს. თანაბარი და მინიმალური მაჩვენებლები აქვთ 1995 და 1999 წლების არჩევნებს.

რუსეთი - უარყოფითი 2012 2008 2004 2003 1999 1995 1992 0

2

4

6

8

10

12

14

16

18

რუსეთის ფედერაცია - ნეიტრალური მიგნებები:

რუსეთის

ფედერაციისადმი

პროცენტულად

ყველაზე

ნეიტრალური

დამოკიდებულება გამოვლინდა 1995 წელს. საშუალო მაჩვენებლები აქვთ 2012 და 1992 წლებს, ხოლო 1999, 2003, 2004 და 2008 წლებში მინიმალური.

რუსეთი - ნეიტრალური 2012 2008 2004 2003 1999 1995 1992 0

2

4

6

8

10

12

18

ურთიერთობა მეზობლებთან – დადებითი მიგნებები:

მეზობელ

ქვეყნებთან

პროცენტულად

ყველაზე

დადებითი

განწყობა

გამოვლინდა 1995 წელს. მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა 2003 წელსაც. პროცენტულად ყველაზე ნაკლები დადებითი განაცხადი გაკეთდა 2008 წელს.

სამეზობლო - დადებითი 2012 2008 2004 2003 1999 1995 1992 0

5

10

15

20

25

30

35

ურთიერთობა მეზობლებთან – უარყოფითი მიგნებები: მეზობელ ქვეყნებთან უარყოფითი დამოკიდებულება მხოლოდ 1999 წელს გამოვლინდა და ისიც მინიმალური პროცენტული მაჩვენებლით.

სამეზობლო - უარყოფითი 2012 2008 2004 2003 1999 1995 1992 0

0.5

1

1.5

2

2.5

3

19

ნეიტრალიტეტი/დაბალანსებული საგარეო პოლიტიკა – დადებითი ნეიტრალიტეტის/დაბალანსებული საგარეო პოლიტიკის პროცენტულად ყველაზე მეტი 1999 წელს დაეთმო. პარტიები ადრეულ არჩევნებში უფრო იყვნენ ნეიტრალიტეტისადმი დადებითად განწყობილი ვიდრე მოგვიანებით. 2004 და 2008 წლების ნულოვანი მაჩვენებლის შემდეგ, ნეიტრალიტეტის თემამ 2012 წელს კვლავ იჩინა თავი.

ნეიტრალიტეტი 2012 2008 2004 2003 1999 1995 1992 0

1

2

3

4

5

6

7

8

9

მეტი

რაოდენობა

ზოგადი/სხვა ზოგადი/სხვა

განაცხადების

პროცენტულად

ყველაზე

დაფიქსირდა 1992 წელს, ხოლო ყველაზე ნაკლები 2008 წელს.

ზოგადი/სხვა 2012 2008 2004 2003 1999 1995 1992 0

5

10

15

20

25

20

განაცხადების რაოდენობების შედარება წლების მიხედვით რაც შეეხება პარტიების მიერ გაკეთებული განაცხადების რაოდენობას და კუთვნილებას ამა თუ იმ კატეგორიის მიმართ, შედეგები ასახულია მომდევნო გვერდზე.

(I ნაწილი) დას. + 2004.ნაც. მოძრ 2012.ქართ. ოცნება 2012.ნაც. მოძრ. 2003.ბურჯ. - დემ. 1995.ედპ 1992.ედპ 2003.მემარჯვ. 2004.მრეწ.+მემარჯ. 2008.რესპუბ. 1999.მოქკავშირი 1992.ეროვ. დამოუკ. 1995.ტრადიც. 2003.ახალი. საქ.

დას. –

საერთ. + 6 1 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0

1992.მწვანეები 1995.რეფორმ.

2008.რესპუბ. 1999.ლეიბ. 1992.მშვიდობა 1992.11 ოქტომბ. 1992.ერთობა 1992.ედპ 1992.მწვანეები 1992.დემოკ. პარტ. 1992.ქარტია 91 1992.ტრადიც. 1992.ჭავჭავ. საზოგ. 1992.კოსტ. საზოგ. 1992.ეროვნ. თანხმ. 1992.მშრომ. 3 სოციალ. 3 1992.ხალხ. მეგობრ.

2003.ლეიბ.

3 1992.ღვთიშვ. კავშ.

0 2003.ლეიბ.

2008.ქრისტ. დემოკ. 2008.ლეიბ. 2008.გაერ. ოპოზ. 1992.ტრადიც.

2 2 2 1

40 38 34 20 18 11 10 10 7 6 4 4 4

1992.სოც. სამართ. 1992.სოც.-დემოკრ. 1992.მიწადმ. კავშ. 1992.ეროვ. დამოუკ.

2012.ქართ. ოცნება 1992.ქარტია 91 1992.მშვიდობა 2004.ნაც. მოძრ 1999.აღორძ. 2004.მრეწ.+მემარჯ. 1992.ეროვ. დამოუკ. 1999.მრეწვ. 1999.მოქკავშირი 2003.მრეწვ. 1992.11 ოქტომბ. 1992.ერთობა 1992.მიწადმ. კავშ.

0 1995.რეფორმ. 0 1995.ტრადიც.

0 0 0 0

1992.ედპ 1992.ხალხ. მეგობრ. 1992.ჭავჭავ. საზოგ. 1992.კოსტ. საზოგ.

საერთ. – 28 9 7 7 6 6 5 5 5 5 4 4 4

1992.ტრადიც. 2008.რესპუბ. 1999.ლეიბ. 2012.ქართ. ოცნება 1992.მწვანეები 1995.რეფორმ. 1992.მშვიდობა 1992.11 ოქტომბ. 1992.ერთობა 1992.ედპ 1992.დემოკ. პარტ. 1992.ქარტია 91 1992.ჭავჭავ. საზოგ.

4 1992.კოსტ. საზოგ. 4 1992.ეროვნ. თანხმ. 1992.მშრომ. 4 სოციალ. 3 3 2 2

1992.ხალხ. მეგობრ. 1992.ღვთიშვ. კავშ. 1992.სოც. სამართ. 1992.სოც.-დემოკრ.

რუს. + 2004.ნაც. მოძრ. 1992.სოც.-დემოკრ. 2008.ლეიბ. 1995.თანადგომა 2012.ქართ. ოცნება 1995.რეფორმ. 2003.აღორძ. 2003.ლეიბ. 1992.მშვიდობა 1992.11 ოქტომბ. 1992.ერთობა 1992.ედპ 1992.მწვანეები

5 4 3 2 2 1 1 1 0 0 0 0 0

0 1992.დემოკ. პარტ. 0 1992.ქარტია 91

0 0

0 1992.ტრადიც. 1992.ჭავჭავ. 0 საზოგ. 0 1992.კოსტ. საზოგ. 0 1992.ეროვნ. თანხმ. 0 1992.მშრომ.

0

4 4 2 2 1 1 0 0 0 0 0 0 0

0 0 0 0 21

1992.ხალხ. მეგობრ. 1992.ღვთიშვ. კავშ. 1999.ლეიბ. 2003.აღორძ.

1 1 1 1

1995.სოც. პარტია 1995.მოქკავშირი 1995.აღორძ. 1995პროგრესი

0 0 0 0

1992.ეროვნ. თანხმ. 1992.მშრომ. სოციალ. 1995.მოქკავშირი 1995.აღორძ.

2 2 2 2

1992.მიწადმ. კავშ. 1992.ეროვ. დამოუკ. 1995.სოც. პარტია 1995.მოქკავშირი

0 0 0 0

2008.ნაც. მოძრ. 1992.მშვიდობა 1992.11 ოქტომბ. 1992.ერთობა 1992.დემოკ. პარტ. 1992.ქარტია 91 1992.ჭავჭავ. საზოგ. 1992.კოსტ. საზოგ. 1992.ეროვნ. თანხმ. 1992.მშრომ. სოციალ. 1992.სოც. სამართ. 1992.სოც.-დემოკრ. 1992.მიწადმ. კავშ. 1995.სოც. პარტია 1995.მოქკავშირი 1995.აღორძ.

1 0 0 0 0 0 0 0 0

1995.თანადგომა 1995.რეფორმ. 1995.ედპ 1995.ტრადიც. 1999.მრეწვ. 1999.მოქკავშირი 1999.აღორძ. 2003.აღორძ. 2003.მრეწვ.

0 0 0 0 0 0 0 0 0

1995პროგრესი 1995.ედპ 2003.აღორძ. 2012.ნაც. მოძრ. 1992.მწვანეები 1992.ტრადიც. 1992.ღვთიშვ. კავშ. 1995.თანადგომა 1999.ლეიბ.

2 2 2 2 1 1 1 1 1

1995.აღორძ. 1995პროგრესი 1995.თანადგომა 1995.ედპ 1995.ტრადიც. 1999.მრეწვ. 1999.მოქკავშირი 1999.აღორძ. 2003.აღორძ.

0 0 0 0 0 0 0 0 0

0 0 0 0 0 0 0

2003.ლეიბ. 2003.ნაც. მოძრ. 2003.მემარჯვ. 2003.ბურჯ. - დემ. 2003.ახალი. საქ. 2004.ნაც. მო 2004.მრეწ.+მემარჯ.

0 0 0 0 0 0 0

2003.მემარჯვ. 2003.ბურჯ. - დემ. 2003.ახალი. საქ. 2008.ქრისტ. დემოკ. 2008.ნაც. მოძრ. 2008.რესპუბ. 1992.დემოკ. პარტ.

1 1 1 1 1 1 0

2003.მრეწვ. 2003.ლეიბ. 2003.ნაც. მოძრ. 2003.მემარჯვ. 2003.ბურჯ. - დემ. 2003.ახალი. საქ. 2004.მრეწ.+მემარჯ.

0 0 0 0 0 0 0

0 0 0 0 0 0 227

2008.ქრისტ. დემოკ. 2008.ლეიბ. 2008.ნაც. მოძრ. 2008.გაერ. ოპოზ. 2012.ქართ. ოცნება 2012.ნაც. მოძრ.

0 0 0 0 0 0 7

1992.სოც. სამართ. 1992.სოც.-დემოკრ. 1995.სოც. პარტია 2003.ნაც. მოძრ. 2008.ლეიბ. 2008.გაერ. ოპოზ.

0 0 0 0 0 0 144

2008.ქრისტ. დემოკ. 2008.ლეიბ. 2008.ნაც. მოძრ. 2008.გაერ. ოპოზ. 2012.ნაც. მოძრ. 2004.ნაც. მო

0 0 0 0 0

1995პროგრესი 1995.თანადგომა 1999.მრეწვ. 1999.აღორძ. 2003.მრეწვ. 2003.ნაც. მოძრ.

სოციალ. 1992.ხალხ. მეგობრ. 1992.ღვთიშვ. კავშ. 1992.სოც. სამართ. 1992.მიწადმ. კავშ. 1992.ეროვ. დამოუკ. 1995.სოც. პარტია 1995.მოქკავშირი 1995.აღორძ. 1995პროგრესი 1995.ედპ 1995.ტრადიც. 1999.მრეწვ. 1999.ლეიბ.

0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0

1999.მოქკავშირი 1999.აღორძ. 2003.ნაც. მოძრ. 2003.მემარჯვ. 2003.ბურჯ. - დემ. 2003.ახალი. საქ. 2004.მრეწ.+მემარჯ. 2008.ქრისტ. დემოკ. 2008.ნაც. მოძრ. 2008.გაერ. ოპოზ. 2008.რესპუბ. 2012.ნაც. მოძრ. 2003.მრეწვ.

0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0

14

19

22

განაცხადების რაოდენობების შედარება წლების მიხედვით (II ნაწილი) რუს. – 2012.ქართ. ოცნება 2012.ნაც. მოძრ. 2003.მემარჯვ. 2004.მრეწ.+მემარჯ. 1992.ეროვ. დამოუკ. 1995.ედპ 2008.გაერ. ოპოზ. 1992.სოც.-დემოკრ. 1992.დემოკ. პარტ.

მეზობლ. +

რუს. ნეიტრ. 27 5 4 4

2012.ქართ. ოცნება 1995.ედპ 1992.მიწადმ. კავშ. 1992.ქარტია 91

11 10 3 2

3 3 3 2 1

1992.სოც.-დემოკრ. 1995.მოქკავშირი 1995.თანადგომა 1999.ლეიბ. 2003.მემარჯვ.

2 1 1 1 1

1995.ედპ 2012.ქართ. ოცნება 2003.მემარჯვ. 2004.მრეწ.+მემარჯ.

მეზობლ. – 20 18 13 13

1992.ედპ 2003.ახალი. საქ. 2012.ნაც. მოძრ. 1995.რეფორმ. 1995.ტრადიც.

7 6 6 5 5

1992.ქარტია 91 1992.ტრადიც. 1992.კოსტ. საზოგ. 1992.ხალხ. მეგობრ.

1 2003.ბურჯ. - დემ. 1 2003.ახალი. საქ. 1 2004.ნაც. მო

1 2004.ნაც. მოძრ 1 1992.მწვანეები 1 1992.სოც.-დემოკრ.

5 4 3

1 2004.მრეწ.+მემარჯ.

1 1995.მოქკავშირი

3

1992.სოც. სამართ. 1999.ლეიბ. 2003.ლეიბ. 2003.ბურჯ. - დემ. 2004.ნაც. მო

1 1 1 1 1

1992.მშვიდობა 1992.11 ოქტომბ. 1992.ერთობა

0 1992.მწვანეები 0 1992.დემოკ. პარტ. 0 1992.ტრადიც. 1992.ჭავჭავ. 0 საზოგ. 0 1992.კოსტ. საზოგ. 0 1992.ეროვნ. თანხმ.

1992.ედპ 1992.მწვანეები 1992.ჭავჭავ.

2008.ნაც. მოძრ. 1992.მშვიდობა 1992.11 ოქტომბ. 1992.ერთობა 1992.ედპ

1 0 0 0 0

1995პროგრესი 1999.აღორძ. 1992.11 ოქტომბ. 1992.ტრადიც. 1992.ეროვნ. თანხმ.

3 3 2 2 2

ნეიტრ.

1999.ლეიბ. 1992.მშვიდობა 1992.11 ოქტომბ. 1992.ერთობა

1 0 0 0

1992.ქარტია 91 1999.ლეიბ. 2003.ლეიბ. 1992.დემოკ. პარტ.

2 2 2 1

1992.ედპ 1992.მწვანეები 1992.დემოკ. პარტ. 1992.ქარტია 91 1992.ტრადიც. 1992.ჭავჭავ. საზოგ. 1992.კოსტ. საზოგ. 1992.ეროვნ. თანხმ. 1992.მშრომ. სოციალ. 1992.ხალხ. მეგობრ. 1992.ღვთიშვ. კავშ. 1992.სოც. სამართ. 1992.სოც.-დემოკრ. 1992.მიწადმ. კავშ. 1992.ეროვ. დამოუკ. 1995.სოც. პარტია 1995.მოქკავშირი

0 0 0 0 0

1992.ტრადიც. 1992.კოსტ. საზოგ. 1992.სოც. სამართ. 1995.მოქკავშირი 1995პროგრესი

1 1 1 1 1

0 1999.აღორძ. 0 2012.ქართ. ოცნება 0 1992.მშვიდობა

1 1 0

0 1992.11 ოქტომბ.

0

0 1995.აღორძ. 0 1995.თანადგომა 0 2003.ლეიბ.

2 2 2

0 1992.მშვიდობა 0 1992.დემოკ. პარტ. 0 1999.მოქკავშირი

1 1995.აღორძ. 1 1995პროგრესი 1 1995.თანადგომა

0 0 0 0 0

1992.ერთობა 1992.ედპ 1992.მწვანეები 1992.ჭავჭავ. საზოგ. 1992.ეროვნ. თანხმ.

0 0 0 0 0

0 1992.მშრომ. სოციალ. 0 1992.ხალხ. მეგობრ. 0 1992.ღვთიშვ. კავშ.

0 0 0

0 1992.სოც.-დემოკრ. 0 1992.მიწადმ. კავშ. 0 1992.ეროვ. დამოუკ.

0 0 0

23

საზოგ. 1992.ეროვნ. თანხმ. 1992.მშრომ. სოციალ. 1992.ღვთიშვ. კავშ. 1992.მიწადმ. კავშ.

0

1995.სოც. პარტია 1995.მოქკავშირი 1995.აღორძ.

0 0 0

1992.მშრომ. სოციალ. 1992.ხალხ. მეგობრ. 1992.ღვთიშვ. კავშ. 1992.სოც. სამართ. 1992.ეროვ. დამოუკ. 1995.სოც. პარტია 1995.აღორძ.

1995პროგრესი 1995.თანადგომა 1995.რეფორმ. 1995.ტრადიც. 1999.მრეწვ. 1999.მოქკავშირი 1999.აღორძ. 2003.აღორძ.

0 0 0 0 0 0 0 0

1995პროგრესი 1995.რეფორმ. 1995.ტრადიც. 1999.მრეწვ. 1999.მოქკავშირი 1999.აღორძ. 2003.აღორძ. 2003.მრეწვ.

2003.მრეწვ. 2003.ნაც. მოძრ.

0 2003.ლეიბ. 0 2003.ნაც. მოძრ. 2008.ქრისტ. 0 დემოკ.

2003.ახალი. საქ. 2008.ქრისტ. დემოკ. 2008.ლეიბ. 2008.ნაც. მოძრ. 2008.რესპუბ.

0 0 0

0 0 0 0 61

2008.ლეიბ. 2008.გაერ. ოპოზ. 2008.რესპუბ. 2012.ნაც. მოძრ.

0 2003.აღორძ.

1 1995.რეფორმ.

0 1995.სოც. პარტია

0

0 2003.ბურჯ. - დემ. 0 2008.გაერ. ოპოზ. 0 1992.ერთობა

1 1995.ედპ 1 1995.ტრადიც. 0 1999.მრეწვ.

0 1995.აღორძ. 0 1995.თანადგომა 0 1995.რეფორმ.

0 0 0

0 1992.ქარტია 91 0 1992.ჭავჭავ. საზოგ. 0 1992.კოსტ. საზოგ. 1992.მშრომ. 0 სოციალ. 0 1992.ხალხ. მეგობრ. 0 1992.ღვთიშვ. კავშ. 0 1992.სოც. სამართ. 0 1992.ეროვ. დამოუკ. 0 1995.სოც. პარტია 0 1999.მრეწვ. 0 1999.ლეიბ.

0 1999.მოქკავშირი 0 1999.აღორძ. 0 2003.აღორძ.

0 1995.ედპ 0 1995.ტრადიც. 0 1999.მრეწვ.

0 0 0

0 0 0 0 0 0 0 0

0 0 0 0 0 0 0 0

0 2003.მრეწვ. 0 2003.ნაც. მოძრ.

2003.მრეწვ. 2003.ლეიბ. 2003.ნაც. მოძრ. 2003.მემარჯვ. 2003.ბურჯ. - დემ. 2003.ახალი. საქ. 2004.ნაც. მო 2004.მრეწ.+მემარჯ. 2008.ქრისტ. 0 დემოკ. 0 2008.ლეიბ.

0 2004.მრეწ.+მემარჯ. 0 2008.ქრისტ. დემოკ.

0 0

0 2008.ქრისტ. დემოკ.

0 2008.ნაც. მოძრ.

0 2008.ლეიბ.

0

0 0 0 0 37

2008.ლეიბ. 2008.ნაც. მოძრ. 2008.რესპუბ. 1992.მიწადმ. კავშ.

0 2008.გაერ. ოპოზ. 0 2008.რესპუბ. 0 2012.ქართ. ოცნება 2012.ნაც. მოძრ. 132

0 0 0 0 1

1999.მოქკავშირი 2003.აღორძ. 2003.მრეწვ. 2003.ნაც. მოძრ. 2003.მემარჯვ. 2003.ბურჯ. - დემ. 2003.ახალი. საქ. 2004.ნაც. მო

2008.ნაც. მოძრ. 2008.გაერ. ოპოზ. 2008.რესპუბ. 2012.ნაც. მოძრ.

0 0 0 0 0 0 0 0

0 0 0 0 14

24

1992 წლის 11 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები ეს არჩევნები შერეული სისტემით გაიმართა. მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის საფუძველზე აირჩიეს 75 დეპუტატი (ერთმანდატიანი ოლქებიდან), პროპორციული სისტემით კი (მრავალმანდატიანი ოლქები) 150 დეპუტატი. საარჩევნო ბარიერი 2% იყო. მაჟორიტარული

და

პროპორციული

არჩევნებისათვის

სხვადასხვა

ოლქები

იყო

გამოყოფილი. პროპორციული არჩევნებისათვის შეიქმნა 10 მსხვილი მრავალმანდატიანი საარჩევნო ოლქი, სადაც ამომრჩევლთა რაოდენობა 230 000-დან 250 000-მდე მერყეობდა. პროპორციულ სისტემაში კენჭისყრა ხდებოდა სამბალიანი სისტემით (თითოეულ ამომრჩეველს ჰქონდა 3 ხმა). კვოტების დადგენა და ხმების დათვლა ხდებოდა მრავალმანდატიანი

ოლქების

დონეზე,

დარჩენილი

ხმები

პრეფენციის

წესით

ნაწილდებოდა საერთო ეროვნულ დონეზე. არჩევნებში მონაწილეობდა 36 პოლიტიკური პარტია და საარჩევნო ბლოკი. ბარიერი გადალახა 24-მა პარტიამ. 1.

ბლოკი „მშვიდობა’’ - 29 მანდატი

2.

ბლოკი „11 ოქტომბერი’’ - 18 მანდატი

3.

ბლოკი „ერთობა’’ - 14 მანდატი

4.

ეროვნულ–დემოკრატიული პარტია - 12 მანდატი

5.

საქართველოს მწვანეთა პარტია - 11 მანდატი

6.

დემოკრატიული პარტია - 10 მანდატი

7.

„ქარტია 91’’ - 9 მანდატი

8.

ქართველ ტრადიციონალისტთა კავშირი- 7 მანდატი

9.

ილია ჭავჭავაძის საზოგადოება - 7 მანდატი

10. სრულიად საქართველოს მერაბ კოსტავას საზოგადოება - 5 მანდატი 11. საქართველოს ეროვნული თანხმობისა და აღორძინების კავშირი - 4 მანდატი 12. საქართველოს მშრომელთა სოციალისტური პარტია - 4 მანდატი 13. ხალხთა მეგობრობისა და სამართლიანობის პარტია - 2 მანდატი 14. საქართველოს ღვთიშვილთა კავშირი - 2 მანდატი 15. საქართველოს სოციალური სამართლიანობის კავშირი - 2 მანდატი 16. საქართველოს სოციალ-დემოკრატიული პარტია - 2 მანდატი 17. სრულიად საქართველოს მიწადმოქმედთა კავშირი - 2 მანდატი 18. საქართველოს ეროვნული დამოუკიდებლობის პარტია - 4 მანდატი 19. საქართველოს მთიელთა კავშირი - 1 მანდატი 20. მამულის აღორძინების საზოგადოება- 1 მანდატი 21. ბლოკი „საქართველოს ეროვნული ერთიანობის პარტია და მთიელთა პოლიტიკური კავშირი’’ - 1 მანდატი 22. საქართველოს სახელმწიფოებრივ ეროვნული პარტია - 1 მანდატი 23. საქართველოს რადიკალური მონარქისტული კავშირი - 1 მანდატი 24. საქართველოს კონსტიტუციურ დემოკრატიული პარტია 1 მანდატი

ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა 3 471 866 არჩევნებში მონაწილეობა მიიღო 2 575 197 ცესკო-ს თავმჯდომარე მერაბ ალექსიძე წყარო: ცენტრალური საარჩევნო კომისია 25

რაოდენობრივი მონაცემები - 1992 საპარლამენტო პარტიების საარჩევნო პროგრამაში საგარეო პოლიტიკურ წინადადებათა საშუალო მაჩვენებელია 9.23%, რაც აღემატება დანარჩენი 6 არჩვენების საგარეო პოლიტიკურ წინადადებათა საშუალო მაჩვენებლებს. საგარეო პოლიტიკას, პარტიათაგან რაოდენობრივად ყველაზე მეტი – 19 წინადადება – დაუთმო ეროვნულ-დემოკრატიულმა პარტიამ, რომელსაც მოჰყვებიან ბლოკი „ერთობა’’ 17, „ქარტია 91’’ 15, სოციალ-დემოკრატიული პარტია 14, მწვანეთა პარტია 10, ბლოკი „მშვიდობა’’ 9, სრულიად საქართველოს მიწადმოქმედთა კავშირი 7, ეროვნული დამოუკიდებლობის პარტია 6, ბლოკი „11 ოქტომბერი’’ 6, სრულიად საქართველოს მერაბ კოსტავას საზოგადოება 4, ხალხთა მეგობრობისა და სამართლიანობის პარტია 4, ქართველ ტრადიციონალისტთა კავშირი 3, ილია ჭავჭავაძის საზოგადოება 3, ეროვნული თანხმობისა და აღორძინების კავშირი

3, სოციალური სამართლიანობის კავშირი 3,

მშრომელთა სოციალისტური პარტია 2, დემოკრატიული პარტია 2, საქართველოს ღვთიშვილთა კავშირი 2 წინადადებით.

ცხრილი I - წინადადებები 20 18 16 14 12 10 8 6 4 2 0

რაც შეეხება მთლიან დოკუმენტში საგარეო პოლიტიკურ საკითხთა ხვედრით წილს, აქ ყველაზე მეტი „ქარტია 91“-მა დაუთმო (24.19%), მას მოჰყვებიან საქართველოს სოციალდემოკრატიული პარტია (20%), სრულიად საქართველოს მიწადმოქმედთა კავშირი 15.90%, ბლოკი „მშვიდობა’’ - (15%), საქართველოს მწვანეთა პარტია (13.69%), ეროვნულ– დემოკრატიული

პარტია

(12.41%),

საქართველოს

ეროვნული

თანხმობისა

და

აღორძინების კავშირი (10.34%), საქართველოს ეროვნული დამოუკიდებლობის პარტია (10%), ხალხთა მეგობრობისა და სამართლიანობის პარტია (10%), ბლოკი „11 ოქტომბერი’’ (7.40%), ბლოკი „ერთობა’’ (6.27%), საქართველოს სოციალური სამართლიანობის კავშირი (5.08%), სრულიად საქართველოს მერაბ კოსტავას საზოგადოება (4.81%), ილია ჭავჭავაძის საზოგადოება (4.76%), დემოკრატიული პარტია (4.44%), საქართველოს ღვთიშვილთა

26

კავშირი

(4%),

ქართველ

ტრადიციონალისტთა

კავშირი

(3.65%),

საქართველოს

მშრომელთა სოციალისტური პარტია (2.77%).

ცხრილი II - წინადადებების % 30 25 20 15 10 5 0

1992 წელს პარტიების მიერ გაკეთებული 159 განაცხადიდან 50 საერთაშორისო გახსნილობისადმი დადებითია, 33 ზოგადია ან არ შეესებამება არცერთ კატეგორიას, 22 სამეზობლოს რუსეთისადმი

მიმართ

დადებითია,

უარყოფითი,

21 7

დასავლეთის

მიმართ

რუსეთისადმი

დადებითია,

ნეიტრალური,

11 6

ნეიტრალიტეტის/დაბალანსებული საგარეო პოლიტიკის მომხრე, 5 საერთაშორისო გახსნილობისადმი უარყოფითი და 4 რუსეთისადმი დადებითი.

ცხრილი III - განაცხადები სულ 60 50 40 30 20 10 0

რაც შეეხება პარტიების მიერ გაკეთებული განაცხადების კუთვნილებას ამა თუ იმ კატეგორიის მიმართ, შედეგები ასახულია მომდევნო გვერდზე.

27

ცხრილი IV - განაცხადების კატეგორიები პარტიების მიხედვით 14

მშვიდობა 11 ოქტომბ.

12

ერთობა ედპ 10

მწვანეები

დემოკ. პარტ. ქარტია 91

8

ტრადიციონ. ჭავჭავ. საზოგ. 6

კოსტ. საზოგ. ეროვნ. თანხმ. მშრომ. სოციალ.

4

ხალხ. მეგობრ. ღვთიშვ. კავშ. 2

სოც. სამართ. სოც.-დემოკრ. მოწად. კავშ.

0 დას. +

დას. –

საერთ. +

საერთ. –

რუს. +

რუს. –

რუს. ნეიტრ.

მეზობლ. + მეზობლ. –

ნეიტრ.

სხვა

28

პარტიათა პროგრამების შეჯამება - 1992

ბლოკი „მშვიდობა“ საარჩევნო ბლოკის პროგრამის მიხედვით, საქართველო ანგარიშვალდებული უნდა იყოს ყველა იმ საერთაშორისო ნორმისა და აქტისადმი, „რაც დღეს საკაცობრიო პოლიტიკური კულტურის მიღწევად“ მიიჩნევა. ბლოკი

„მშვიდობის“

თანახმად,

უნდა

განისაზღვროს

ურთიერთობის

პროგრამა

ქვეყნებთან, რომლებთანაც საქართველოს მჭიდრო ისტორიული და მეზობლური კავშირები გააჩნია და შემუშავდეს გაეროში შემავალი მაღალგანვითარებული და განვითარებადი ქვეყნებისადმი დამოკიდებულების კონცეფცია. ბლოკი მიიჩნევს, რომ პარლამენტის კომისიებმა და ექსპერტებმა უნდა შეისწავლონ საქართველოსადმი საზღვარგარეთის ქვეყნების დაინტერესების ყველა ფაქტორი და ამაზე დაყრდნობით, შემუშავდეს საგარეო პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურული ურთიერთობის პროგრამა. ბლოკი „მშვიდობა“ მიიჩნევს, რომ პარლამენტმა უნდა განავითაროს წინადადება თბილისში დიპლომატიურ დაწესებულებათა და გაეროს წარმომადგენლობის გახსნის შესახებ. რაც შეეხება, პარტიის ხედვებს საგარეო ეკონომიკური ურთიერთობების წარმართვის თაობაზე, პროგრამის მიხედვით, უნდა მოხდეს საქართველოს საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების სივრცის გაფართოება, უცხოური კაპიტალის გამოყენებით და „ეროვნული ინტერესების გათვალისწინებით“ ერთობლივი საწარმოების შექნა. პარტია ასევე ემხრობა საშინაო ბაზრის დაცვის მიზნით ანტიტრესტული და ანტიმონოპოლიური კანონმდებლობის შემოღებას და მის დაცვას. ბლოკის მიერ გაკეთებული 9 განაცხადიდან 7 საერთაშორისო გახსნილობისადმი დადებითია, 1 სამეზობლოსადმი დადებითი და 1 ზოგადია ან არ შეესაბამება არცერთ კატეგორიას. ბლოკი „11 ოქტომბერი’’ საარჩევნო ბლოკი აცხადებს, რომ ის აღიარებს ჰელსინკის, ვენისა და პარიზის დოკუმენტების მოთხოვნებსა და რეკომენდაციებს პიროვნებებისა და უმცირესობათა ჯგუფების დაცვის სფეროში. პროგრამის თანახმად, პარტია ხელს შეუწყობს საქართველოს გეოპოლიტიკური

მდგომარეობის

გამოყენებას

კომუნიკაციების,

ტრანსპორტის,

ენერგეტიკისა და ტურიზმის განვითარებისათვის. პარტია ემხრობა საერთაშორისო სავალუტო

ფონდთან

თანამშრომლობის

და

გააქტიურებას.

სხვა რაც

საკრედიტო-საფინანსო შეეხება

საკუთრივ

ორგანიზაციებთან

საგარეო

პოლიტიკის

წარმართვას, საარჩევნო ბლოკი მიიჩნევს, რომ მისი პრიორიტეტული მიმართულება ქვეყნის უსაფრთხოების საერთაშორისო გარანტიების შექმნა უნდა გახდეს. ამისათვის კი, 29

მიღწეულ უნდა იქნას „კეთილმეზობლური ურთიერთობები მოსაზღვრე ქვეყნებთან, აქტიური ჩართვა რეგიონული, ევროპული და მსოფლიო უსაფრთხოების სისტემაში, საერთაშორისო ორგანიზაციების წევრობა“. ბლოკის მიერ გაკეთებული 8 განაცხადიდან 4 საერთაშორისო გახსნილობისადმი დადებითია, 2 სამეზობლოსადმი დადებითი და 2 ზოგადია ან არ შეესაბამება არცერთ კატეგორიას. ბლოკი „ერთობა“ ბლოკი „ერთობა“ აქცენტს საგარეო-ეკონომიკურ ურთიერთობებზე აკეთებს და არ ეხება პოლიტიკურ საკითხებს. პროგრამის თანახმად, საგარეო-ეკონომიკური ურთიერთობები ქვეყნის განვითარების ერთ-ერთი ბერკეტია. ბლოკი მიიჩნევს, რომ ნებისმიერი ტიპის ინტეგრაცია სხვა ქვეყნებთან, მაქსიმალურად უნდა ემსახურებოდეს ეკონომიკური და პოლიტიკური სტაბილურობის ინტერესებს. ბლოკი ხაზს უსვამს, რომ საქართველოში ექსპორტისათვის ყველაზე ხელშემწყობი პირობებია შექმნილი სსრკ-ის რესპუბლიკებს შორის და დასძენს, რომ ეს პროცესი მეტად სტიქიურ ხასიათს ატარებს. პროგრამის თანახმად, საქართველოს ეკონომიკა დსთ-ს ქვეყნებზე დამოკიდებულობის მაღალი ხარისხით გამოირჩევა და ეს ურთიერთკავშირი არაეფექტიანია, როგორც პოლიტიკური ისე, ეკონომიკური თვალსაზრისით. ამიტომ, ბლოკი ემხრობა დამოკიდებულების „ოპტიმალურ მინიმუმამდე დაყვანას“ და ამისათვის საჭიროდ მიიჩნევს, ალტერნატიული ბაზრების მოძებნასა და საექსპორტო დარგების განვითარების გზით იმპორტის შემცირებას. ბლოკი ერთობა, საქართველოსთვის მნიშვნელოვან ეკონომიკურ დარგებში უცხოური ინვესტიციების მოზიდვის და ამისათვის ხელსაყრელი პირობების შექმნის მომხრეა. ბლოკის მიერ გაკეთებული 17 განაცხადიდან 4 საერთაშორისო გახსნილობისადმი დადებითია და 13 ზოგადია ან არ შეესაბამება არცერთ კატეგორიას. ეროვნულ–დემოკრატიული პარტია ეროვნულ-დემოკრატიულ

პარტია,

დამოუკიდებელ

საქართველოს,

დასავლეთის

სამყაროს ღირსეულ და თანასწორუფლებიან წევრ სახელმწიფოდ მოიაზრებს და აცხადებს, რომ ის დასავლეთის ქრისტიანულ-დემოკრატიული, კონსერვატიული და სახალხო პარტიათა ტიპის პარლამენტური პარტიაა. პარტია დასძენს, რომ ის ერთგულია ილია ჭავჭავაძის განუხორციელებელი მიზნისა, რომ „გაიჭრას „სარკმელი“ დემოკრატიული სამყაროსაკენ, საქართველო იქცეს დასავლური ცივილიზაციის ქვეყნად“. ამიტომ, პარტია უმნიშვნელოვანეს ამოცანად დასავლეთთან კავშირების

გაფართოებას

ისახავს,

მაგრამ

აცხადებს,

რომ

ეს

ურთიერთობა

თანამშრომლობის ხასიათს უნდა ატარებდეს და არა ცალმხრივი დახმარების. პროგრამის თანახმად, პარტია ერთი მხრივ ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ ქართველებს დასავლეთში სხვადასხვა სფეროში განათლების მიღების საშუალება მიეცეთ, 30

ხოლო მეორე მხრივ, ხელს შეუწყობს ამავე მიზნით საქართველოში უცხოელი სპეციალისტების მოწვევას. ეროვნულ-დემოკრატები, პოლიტიკის

კავკასიური

უმნიშვნელოვანეს

პოლიტიკის

ასპექტად

სწორად

განიხილავენ.

წარმართვას, პროგრამის

საგარეო თანახმად,

საქართველომ უარი უნდა თქვას ჩრდილოეთ კავკასიაში გაუმართლებელი და ავანტურისტული ნაბიჯების გადადგმაზე და უფრო აქტიური მუშაობა გასწიოს კავკასიის სამხრეთ ფრონტზე. კერძოდ კი, განსაკუთრებული როლი ითამაშოს ამიერკავკასიაში სომხეთ-აზერბაიჯანის სტაბილიზაციის,

დაპირისპირების

მშვიდობისა

და

მშვიდობიან

ამიერკავკასიური

მოწესრიგებაში, პოლიტიკის

„როგორც ძირითადი

განმსაზღვრელი ფუნქციის შემსრულებელმა“. ეროვნულ-დემოკრატები დასძენენ, რომ ამ ორ მეზობელთან საქართველოს პოლიტიკა ურთიერთნდობისა და პატივისცემის სულისკვეთებას უნდა დაეფუძნოს. ეროვნულ-დემოკრატები კეთილმეზობლური და ურთიერთხელსაყრელი პოლიტიკის წარმართვას ემხრობიან თურქეთთან და ამბობენ, რომ ეს ურთიერთობა უნდა ემყარებოდეს ტერიტორიული მთლიანობისა და შინაურ საქმეებში ჩაურევლობის პრინციპს. პროგრამის თანახმად, საჭიროა ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის თათბირში მიმდინარე პროცესების გააზრება და მათი გამოყენება საქართველოს სასიკეთოდ. ეროვნულ-დემოკრატიული პარტია საგარეო პოლიტიკურ-ეკონომიკური ორიენტაციის მხრივ, განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს გერმანიას და პარალელს ავლებს, XX საუკუნის პირველი მეოთხედის ეროვნულ დემოკრატიული პარტიის არჩევანთან. ეროვნულ-დემოკრატები საგარეო ეკონომიკურ საკითხებსაც ეხებიან და აცხადებენ, რომ შესასწავლია

ეროვნული

პროდუქციის

საერთაშორისო

ბაზარზე

გატანის

შესაძლებლობები. პარტია ეკონომიკური პოლიტიკის სფეროში, მიზნად ისახავს სოციალური საბაზრო მეურნეობის შექმნას და აცხადებს, რომ იგივეს აკეთებს ქრისტიანულ-დემოკრატიული

პარტიების

უმრავლესობა,

მათ

შორის

გერმანიის

ქრისტიანულ-დემოკრატიული კავშირიც. პროგრამის

დასასრულს,

ეროვნულ-დემოკრატიული

პარტია

დასავლეთის

სახელმწიფოებს მიმართავს თხოვნით, ხელი შეუწყონ საქართველოსა და მთელს კავკასიაში დემოკრატიული პრინციპების დამკვიდრებას და დაამყარონ მჭიდრო კავშირები საქართველოს ხელისუფლებასთან და დემოკრატიულ ძალებთან, რაც „საერთო მიზნების განხორციელების ერთადერთი უტყუარი საწინდარია“. პარტიის მიერ გაკეთებული 21 განაცხადიდან 11 დასავლეთისადმი დადებითია, 7 სამეზობლოსადმი დადებითია და 3 საერთაშორისო გახსნილობისადმი დადებითი.

31

საქართველოს მწვანეთა პარტია მწვანეთა პარტია ემხრობა ხელისუფლების წარმომადგენელთა ურთიერთობის მკაცრ რეგლამენტაციას ბიზნეს წრეების წარმომადგენლებთან, „პირველ ყოვლისა, უცხოეთის სახელმწიფოთა წარმომადგენლებთან“. პარტიის თანახმად, შემოღებულ უნდა იქნას მწვანე საკანონმდებლო პაკეტი, რომელიც საქართველოს განვითარებული ქვეყნების სანედლეულო, ნარჩენების გასატან და სხვა სახის დანამატად ქცევისგან იხსნის. პარტია ასევე აცხადებს, რომ აკრძალავს ბუნებრივი რესურსების არაეფექტიან ექსპლუატაციას და მათ გატანას უცხოეთში. პარტია ასევე ეწინააღმდეგება საქართველოს ტერიტორიაზე ნარჩენების

იმპორტს

და

მისი

გავლით

რადიაქტიული

და

მაღალტოქსიკური

ნივთიერებების ტრანზიტს. მწვანეები დასძენენ, რომ ისინი საქართველოში არსებულ ეკოლოგიურ სტანდარტებს და ნორმებს სრულ შესაბამისობაში მოიყვანენ საერთოევროპულ მოთხოვნებთან. რაც შეეხება უშუალოდ საგარეო პოლიტიკურ ხედვას, პარტია აცხადებს, რომ საქართველოს გეოპოლიტიკური მდებარეობის თავისებურებებიდან გამომდინარე, „განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება უსაფრთხოების პოლიტიკური გარანტიების ჩამოყალიბებას“.

ამ მიზნისათვის კი, მწვანეები სასიცოცხლო მნიშვნელობას ანიჭებენ

საქართველოს უსწრაფეს ჩართვას საერთაშორისო თანამშრომლობის, “პირველ ყოვლისა, ევროპული თანამშრომლობისა და უსაფრთხოების სტრუქტურებში“. ევროპულ პროცესებში ინტეგრაციის წინაპირობად, პარტია შიდა კონფლიქტების პოლიტიკური გზებით მოგვარებას ასახელებს. მწვანეთა

პარტიის

თქმით,

საქართველოს

საგარეო-პოლიტიკური

დოქტრინის

ქვაკუთრხედს რეგიონული ინტეგრაცია უნდა წარმოადგენდეს. ეს კი, გულისხმობს შავი ზღვის რეგიონული თანამშრომლობისა და უსაფრთხოების სისტემის ჩამოყალიბებას, რაც თავის მხრივ საქართველოს საერთო-ევროპულ პროცესებში სრულმასშტაბიანი ჩართვის შესაძლებლობას მისცემს. პროგრამის მიხედვით, გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს კავკასიის რეგიონში მჭიდრო ეკონომიკურ და სხვა სახის ურთიერთობათა განვითარებას, რაც „უშუალოდ აისახება სტაბილურობაზე ქვეყნის შიგნით“. პარტიის მიერ გაკეთებული 11 განაცხადიდან 4 სამეზობლოსადმი დადებითია, 3 დასავლეთისადმი დადებითი, 2 ზოგადია ან არ შეესაბამება არცერთ კატეგორიას, 1 საერთაშორისო გახსნილობსადმი დადებითია და 1 საერთაშორისო გახსნილობისადმი უარყოფითი. დემოკრატიული პარტია დემოკრატიული პარტიის წინასაარჩევნო პროგრამა საგარეო პოლიტიკის საკითხს ორი წინადადებით ეხმაურება. პროგრამის თანახმად, ახალმა პარლამენტმა უნდა დაადგინოს საქართველოს ტერიტორიაზე უცხო ქვეყნის შეიარაღებული ძალების ყოფნის სტატუსი და დათქვას რუსეთის არმიის ნაწილების საქართველოდან გაყვანის ზუსტი ვადები. ამასთანავე, პარტია აცხადებს, რომ სხვა ქვეყნებთან ურთიერთობებში დემოკრატიულმა

32

პარტიამ

უნდა

იხელმძღვანელოს

„აქტიური

ნეიტრალიტეტის

პოლიტიკიდან

გამომდინარე ჯანსაღი კეთილმეზობლური და კეთილმოსურნე პრინციპებით“. პარტიის მიერ გაკეთებული 3 განაცხადიდან 1 რუსეთისადმი უარყოფითია, 1 ნეიტრალიტეტის/დაბალანსებული საგარეო პოლიტიკის მომხრეა და 1 სამეზობლოსადმი დადებითია. „ქარტია 91“ „ქარტია 91“ უარყოფითად მიიჩნევს, საქართველოს რუსეთის უშუალო გავლენის ქვეშ ყოფნას. პროგრამის თანახმად, საქართველო ქართველი ხალხის თავგანწირვისა და მსხვერპლის ფასად გახდა საერთაშორისო სამართალსუბიექტი, გაეროსა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების წევრი. საარჩევნო

სუბიექტი

განსაკუთრებულ

მნიშვნელობას

ანიჭებს

„სწორი“

საგარეო

პოლიტიკური ბალანსის ძიებას, რომლის დროსაც მხედველობაში იქნება მიღებული სხვადასხვა

ფაქტორები,

მათ

შორის,

გლობალური

ინტეგრაციული

და

და

დეზინტეგრაციული პროცესები, რუსეთში არსებული პოლიტიკური ვითარება, ახალი ტენდენციები თიურქულენოვან აზიაში, ისლამური ფუნდამენტალიზმის გააქტიურება და კავკასიური წინააღმდეგობანი. „ქარტია 91“ მიიჩნევს, რომ ახლო წარსულის პოლიტიკური აზროვნების სტერეოტიპების უკუგდება, კერძოდ კი კონფლიქტების მხოლოდ რუსეთ-საქართველოს ურთიერთობათა მოწესრიგების ერთიან კონტექსტში განხილვაზე უარის თქმა, ხელს შეუწყობს აფხაზეთისა და შიდა ქართლის პრობლემების გადაწყვეტას. „ქარტია 91“-ს სურს, რომ საქართველოს საზოგადოება „ყველა სასიკეთო სიახლისათვის კარგახსნილი და საერთაშორისო თანაცხოვრებაში ორგანულად ჩართული იყოს“. პროგრამა ეხება საგარეო ეკონომიკურ საკითხებსაც და აღნიშნავს, რომ საქართველოს კაპიტალი, მატერიალური დოვლათი და ინტელექტუალური პოტენციალი გაედინება ქვეყნიდან. საარჩევნო სუბიექტის თანახმად, ახალი ეკონომიკური კანონები და რეფორმები

საერთაშორისო

ექსპერტთა

მონაწილეობით

უნდა

განხორციელდეს,

ადმინისტრაციული შეზღუდვები უნდა მოიხსნას სამეურნეო კავშირებზე და საგარეოეკონომიკურ ურთიერთობებზე. „ქარტია 91“ ემხრობა კერძო უცხოური ინვესტიციების გაფართოებას და მიიჩნევს, რომ ტექნოლოგიებისა და ძირითადი ფონდების სრულყოფა საზღვარგარეთული კერძო სექტორის მონაწილეობით უნდა მოხდეს. „ქარტია 91“-ის მიერ გაკეთებული 20 განაცხადიდან 9 საერთაშორისო გახსნილობისადმი დადებითია, 6 ზოგადია ან არ შეესაბამება არცერთ კატეგორიას, 2 რუსეთისადმი ნეიტრალურია, 2 ნეიტრალიტეტის/დაბალანსებული საგარეო პოლიტიკის მომხრეა და 1 რუსეთისადმი უარყოფითია.

33

ქართველ ტრადიციონალისტთა კავშირი ქართველ ტრადიციონალისტთა კავშირი ქვეყნის საგარეო პოლიტიკურ ხედვას 3 წინადადებით ეხმიანება. კავშირი მიიჩნევს, რომ ურთიერთობისას „უპირატესობა უნდა მიენიჭოს მეზობელ ქვეყნებთან, შავი და ხმელთაშუა ზღვის სახელმწიფოებთან, ტრადიციული ურთიერთობით დაკავშირებულ ქვეყნებთან და ხალხებთან, დიდ სახელმწიფოებთან“. კავშირი დასძენს, რომ უახლოეს მომავალში მიზანშეუწონელია ქვეყნის რომელიმე პოლიტიკურ თუ სამხედრო ბლოკში გაერთიანება, მათ შორის ევროპის კავშირში, დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობაში და კავკასიის კონფედერაციაში. რეგიონული

თუმცა,

ტრადიციონალისტები

თანამშრომლობის

ზონაში

და

ემხრობიან

ევროპის

შავიზღვისპირეთის

საბჭოში

საქართველოს

მონაწილეობას. კავშირის პროგრამის თანახმად, ქვეყნის საგარეო პოლიტიკის უმთავრესი მიზანი საქართველოს უცხო ქვეყნის ჯარებისგან გათავისუფლება და მისი ტერიტორიის განსხვავებულ სამხედრო-პოლიტიკურ დაჯგუფებებს შორის ნეიტრალურ ზონად ქცევა უნდა იყოს. კავშირის მიერ გაკეთებული 10 განაცხადიდან 4 საერთაშორისო გახსნილობისადმი უარყოფითია, 2 სამეზობლოსადმი დადებითი, 1 ნეიტრალიტეტის/დაბალანსებული საგარეო პოლიტიკის მომხრე, 1 რუსეთისადმი უარყოფითი, 1 დასავლეთისადმი დადებითი და 1 საერთაშორისო გახსნილობისადმი დადებითი. ილია ჭავჭავაძის საზოგადოება პროგრამის თანახმად, ეკონომიკური სტაბილიზაციისთვის აუცილებელია, უცხოური ინვესტიციების მოზიდვა-გაფართოება და ხელშეწყობა, თუმცა „ქვეყნის ინტერესების გათვალისწინებით“. ილია ჭავჭავაძის საზოგადოება მიიჩნევს, რომ საქმიანად უნდა იქნას გამოყენებული ქვეყნის საზღვაო და საჰაერო პოტენციალი - საქართველომ უნდა შეასრულოს ევრაზიის ხიდის ფუნქცია, რაც სატრანზიტო გადაზიდვების მძლავრ საკვანძო სისტემას გულისხმობს და ქვეყნის შემოსავლის წყარო გახდება. ილია ჭავჭავაძის საზოგადოების მიერ გაკეთებული 3 განაცხადიდან 2 საერთაშორისო გახსნილობისადმი დადებითია და 1 ზოგადია ან არ შეესაბამება არცერთ კატეგორიას. სრულიად საქართველოს მერაბ კოსტავას საზოგადოება პარტია

ემხრობა

აქტიური

ნეიტრალიტეტის

პოლიტიკის

განხორციელებას

და

საქართველოს ტერიტორიიდან უცხო ქვეყნის სამხედრო ძალების გასვლას. საგარეო ეკონომიკური თვალსაზრისით, პარტია ღიაა უცხოური ინვესტიციების და ერთობლივი საწარმოების

შექმნის

მიმართ.

ამასთანავე,

პროგრამის

თანახმად,

აუცილებელია

საერთაშორისო სამეცნიერო-კულტურულ ურთიერთობათა გაძლიერება. კოსტავას

საზოგადოების

გახსნილობისადმი

მიერ

გაკეთებული

უარყოფითია,

1

4

განაცხადიდან

რუსეთისადმი

2

საერთაშორისო

უარყოფითი

და

1

ნეიტრალიტეტის/დაბალანსებული საგარეო პოლიტიკის მომხრე.

34

საქართველოს ეროვნული თანხმობისა და აღორძინების კავშირი კავშირის

თანახმად,

საქართველოს

საგარეო

პოლიტიკა

უნდა

დაეფუძნოს

ურთიერთთანამშრომლობისა და საერთაშორისო სამართლებრივი ნორმების დაცვის პრინციპს. ქვეყანამ კეთილმეზობლური და თანაბარუფლებიანი ურთიერთობა უნდა დაამყაროს სხვა სახელმწიფოებთან და აქტიურად მონაწილეობდეს სამშვიდობო მოლაპარაკებებში. პროგრამის მიხედვით, საქართველომ უნდა გააფართოოს და სრულჰყოს დიპლომატიური კონტაქტები ახლო და შორეულ მეზობლებთან. კავშირის მიერ გაკეთებული 4 განაცხადიდან 2 საერთაშორისო გახსნილობისადმი დადებითია და 2 სამეზობლოსადმი დადებითია. საქართველოს მშრომელთა სოციალისტური პარტია საქართველოს მშრომელთა სოციალისტური პარტია, ქვეყნის საგარეო პოლიტიკურ პრიორიტეტებს ორი წინადადებით ეხმიანება. პროგრამის თანახმად, საქართველოს მოქალაქეს უნდა შეეძლოს მოგზაურობა და ცხოვრება ნებისმიერ სხვა სახელმწიფოში. პარტია ასევე უჭერს მხარს, ადამიანის უფლებების საყოველთაო დეკლარაციას და გაეროს წესდების შესაბამისად მიღებულ სხვა საერთაშორისო სამართლებრივ აქტებს. პარტიის მიერ გაკეთებული 2 განაცხადიდან 2-ვე საერთაშორისო გახსნილობისადმი დადებითია. ხალხთა მეგობრობისა და სამართლიანობის პარტია პარტია

ემხრობა

რუსეთის

ჯარის

საქართველოს

ტერიტორიიდან

გაყვანას

და

საქართველოს ნატოში გაწევრიანებას. რაც შეეხება საგარეო ეკონომიკურ ურთიერთობებს, პარტია ღიაა უცხოური კაპიტალისთვის და მზადაა გააფართოოს ეკონომიკური ურთიერთობები მსოფლიოს იმ ქვეყნებთან, „სადაც დაცული იქნება საქართველოს სახელმწიფოს ეკონომიკური ინტერესები“. პროგრამის თანახმად, საქართველოს ყველა მოქალაქეს უნდა ჰქონდეს განათლებისა და შრომის შეუზღუდავი უფლება, როგორც საქართველოში ისე ქვეყნის გარეთ. პარტიის მიერ გაკეთებული 5 განაცხადიდან 3 საერთაშორისო გახსნილობისადმი დადებითია, 1 დასავლეთისადმი დადებითი და 1 რუსეთისადმი უარყოფითი. საქართველოს ღვთისშვილთა კავშირი ღვთისშვილთა კავშირი საგარეო ურთიერთობების თემას 2 წინადადებას უძღვნის. პირველი წინადადების თანახმად, გაეროში საქართველოს გაწევრიანებით დასრულდა ქართველი ხალხის ეროვნულ-განმათავისუფლებელი ბრძოლის ერთ-ერთი ძირითადი ეტაპი. მეორე წინადადება კი, პარტიის იდეოლოგიაზე საუბრობს; ირკვევა, რომ პარტია „მსოფლმხედველობითი არსითა და პოზიციით“ თეოდემოკრატიის დასავლურ და აღმოსავლურ იდეებსა და პრინციპებს აერთიანებს.

35

კავშირის მიერ გაკეთებული 3 განაცხადიდან 1 საერთაშორისო გახსნილობისადმი დადებითია, 1 დასავლეთისადმი დადებითი და 1 ზოგადია ან არ შეესაბამება არცერთ კატეგორიას. საქართველოს სოციალური სამართლიანობის კავშირი კავშირი მიიჩნევს, რომ საქართველოს გაეროში და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებში გაწევრიანება,

დამოუკიდებლობის

გარანტია

არ

არის.

ამისათვის

კი,

სხვა

ღონისძიებებთან ერთად პარტია აუცილებლად მიიჩნევს რუსეთის საოკუპაციო ჯარის სრული შემადგენლობის გაყვანას საქართველოს ტერიტორიიდან. კავშირი დასძენს, რომ საქართველოს უნდა ეკავოს აქტიური ნეიტრალიტეტის პოზიცია და არ უნდა შევიდეს არც ერთ სამხედრო-პოლიტიკურ გაერთიანებაში. კავშირის მიერ გაკეთებული 3 განაცხადიდან 1 რუსეთისადმი უარყოფითია, 1 ნეიტრალიტეტის/დაბალანსებული საგარეო პოლიტიკის მომხრეა და 1 ზოგადია ან არ შეესაბამება არცერთ კატეგორიას. საქართველოს სოციალ-დემოკრატიული პარტია პროგრამის თანახმად, საქართველოს სოციალ-დემოკრატიული პარტია საერთაშორისო სოციალ-დემოკრატიის შემადგენელი ნაწილია. საქართველოს

სოციალ-დემოკრატიული

პარტია

ამომრჩეველს

რუსეთთან

კეთილმეზობლური ურთიერთობის დამკვიდრებას ჰპირდება. პარტია დასძენს, რომ „ევროპაზე, კერძოდ, გერმანიაზე, სტრატეგიული ორიენტაციის პირობებში, საქართველომ საგარეო პოლიტიკაში პრიორიტეტი რუსეთთან ურთიერთობას უნდა მიანიჭოს“. ეს ურთიერთობა კი, „უნდა ეფუძნებოდეს ურთიერთსარგებლიანობის პრინციპს“. პარტია აცხადებს, რომ საქართველო რუსეთის სტრატეგიული ინტერესების სფეროში შედის და ამ „ინტერესებს ანგარიში უნდა გაეწიოს“ და თანამედროვე რეალიების გათვალისწინებით დაკმაყოფილდეს. სანაცლოდ კი, „რუსეთმაც ანგარიში უნდა გაუწიოს და დააკმაყოფილოს ქართველი ერის ნაციონალური ინტერესები“. საქართველოს

სოციალ-დემოკრატიული

პარტია,

დამოუკიდებელ

სახელმწიფოთა

თანამეგობრობის ორგანიზაციას უპერსპექტივოდ მიიჩნევს და აცხადებს, რომ მის ნაცვლად, უნდა ჩამოყალიბდეს პოსტ-საბჭოთა სახელმწიფოების ისეთი ღია ალიანსი, რომელიც გაეროს მსგავსი გაერთიანება იქნება და ეყოლება საკუთარი მრავალეროვანი სამდივნო და სხვადასხვა მიმართულების სამუშაო საკოორდინაციო ორგანოები. პარტია ამომრჩეველს პირობას აძლევს, რომ ყველაფერს იღონებს ამ პროცესში საქართველოს აქტიური ჩართვისთვის. პარტიის მიერ გაკეთებული 15 განაცხადიდან 4 რუსეთისადმი დადებითია, 4 ზოგადია ან არ შეესაბამება არცერთ კატეგორიას, 3 სამეზობლოსადმი დადებითია, 2 რუსეთისადმი უარყოფითია და 2 რუსეთისადმი ნეიტრალური.

36

სრულიად საქართველოს მიწადმოქმედთა კავშირი კავშირის

პროგრამის

თანახმად,

საქართველოს

ისტორია

და

გეოპოლიტიკური

მდგომარეობა, პრობლემების თვალსაზრისით, კავკასიის რეგიონში მის მასტაბილიზებელ როლს განაპირობებს. რაც შეეხება ქვეყნის რუსეთთან ურთიერთობის პრობლემას, მიწადმოქმედთა კავშირი მას პირველხარისხოვნად მიიჩნევს და აცხადებს, რომ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა თანასწორუფლებიანობის, ურთიერთპატივისცემისა და ურთიერთინტერესების

გათვალისწინებით

უნდა

იყოს

წარმართული.

ამასთანავე,

სახელმწიფოები უნდა იღებდნენ ერთმანეთის საშინაო საქმეებში ჩაურევლობისა და ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემის ვალდებულებას. მიწადმოქმედთა

კავშირი

პრიორიტეტად

მიიჩნევს,

უცხოეთში

მცხოვრებ

თანამემამულეებთან და მათ ორგანიზაციებთან კონტაქტების გაფართოებას. კავშირი მნიშვნელობას ანიჭებს ტურიზმის განვითარებას, „უცხოური ვალუტის მოზიდვისა და ცივილიზებულ მსოფლიოსთან კულტურული და საქმიანი თანამშრომლობის“ მიზნით. კავშირის მიერ გაკეთებული 9 განაცხადიდან 4 საერთაშორისო გახსნილობისადმი დადებითია, 3 რუსეთისადმი ნეიტრალურია და 2 ზოგადია ან არ შეესაბამება არცერთ კატეგორიას. საქართველოს ეროვნული დამოუკიდებლობის პარტია პარტია აცხადებს, რომ საბოლოო დამოუკიდებლობის მისაღწევად საჭიროა, სახელმწიფოთა და საერთაშორისო ორგანიზაციათა მიერ საქართველოს დამოუკიდებელ სახელმწიფოდ აღიარება, ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის თათბირსა და გაეროში ქვეყნის გაწევრიანება და საქართველოდან საოკუპაციო ჯარების სრული გაყვანა. პარტია აუცილებლად მიიჩნევს, საქართველოს „სამუდამოდ გამოსვლას რუსეთის იმპერიის ეკონომიკური, პოლიტიკური და სამხედრო სტრატეგიული სივრციდან“. პროგრამის თანახმად საჭიროა, ქვეყნის მუდმივი წარმომადგენლობები გაიხსნას გაეროში, ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის თათბირში და სხვა მთავრობათაშორის საერთაშორისო ორგანიზაციებში. პარტია აცხადებს, რომ ის საქართველოს ნატოში გაწევრიანების და გრძელვადიანი ხელშეკრულების საფუძველზე ნატოს შეიარაღებული ძალების სამხედრო ბაზების გახსნის მომხრეა. პროგრამის მიხედვით, საქართველო ევროპის საერთო ბაზარს უნდა შეუერთდეს და დაიდოს სამხედრო-პოლიტიკური ხელშეკრულებები ამერიკის შეერთებულ შტატებთან და ისრაელთან. პარტიის მიერ გაკეთებული 12 განაცხადიდან 5 საერთაშორისო გახსნილობისადმი დადებითია, 4 დასავლეთისადმი დადებითია და 3 რუსეთისადმი უარყოფითი.

37

1995 წლის 5 ნოემბრის საპარლამენტო არჩევნები 1995 წლის 24 აგვისტოს მიღებული კონსტიტუციის გარდამავალი დებულებებით განსაზღვრული იქნა 5 ნოემბრის არჩევნების ჩატარების პირობები. მასში მონაწილეობის მიღების უფლება ჰქონდა იმ პარტიასა და პოლიტიკურ გაერთიანებას, რომელიც წარმოადგენდა

50

ათასი

მხარდამჭერის

ხელმოწერას,

ან

რომელსაც

ჰყავდა

წარმომადგენელი საქართველოს პარლამენტში კონსტიტუციის მიღების დღისთვის. პროპორციული სისტემით არჩევნები ტარდებოდა ერთიანი პარტიული სიით. პოლიტიკურ გაერთიანებას უფლება ჰქონდა მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში წარედგინა დეპუტატობის ის კანდიდატიც, რომელიც მის პარტიულ სიაშიც იყო. აფხაზეთში სეპარატისტული რეჟიმის გამო არ დანიშნულა არჩევნები, ამიტომ აფხაზეთის დეპუტაციას უფლებამოსილება გაუგრძელდა. აფხაზეთის წარმომადგენლობა შედგებოდა 12 დეპუტატისაგან. კონსტიტუციისა

და

საარჩევნო

კანონის

თანხმად

პარლამენტის

შემადგენლობა

განისაზღვრა 235 დეპუტატით. 150 აირჩეოდა პროპორციული, 85 კი მაჟორიტარული წესით. არჩევნებში მონაწილეობდა 53 პარტია. 5%–იანი ბარიერი გადალახეს: 1. საქართველოს მოქალაქეთა კავშირი 23.71%/504 586 ხმა (90 მანდატი) 2. ეროვნულ–დემოკრატიული პარტია 7.96%/169 218 ხმა (31 მანდატი) 3. აღორძინების კავშირი 6.84%/145 626 ხმა (25 მანდატი) პირველ ტურში გამარჯვებულად მხოლოდ 32 მაჟორიტარი გამოვლინდა. 42 ოლქში კი, მათ შორის თბილისის ოლქებში, მეორე ტური გაიმართა. 1. სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელი 29 მანდატი 2. დამოუკიდებელი კანდიდატი 29 მანდატი 3. საქართველოს მოქალაქეთა კავშირი 18 მანდატი 4. აღორძინების კავშირი 6 მანდატი 5. ეროვნულ–დემოკრატიული პარტია 3 მანდატი ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა 3 121 075 არჩევნებში მონაწილეობა მიიღო 2 127 946 ცესკო–ს თავმჯდომარე ივანე კიღურაძე

წყარო: ცენტრალური საარჩევნო კომისია

38

რაოდენობრივი მონაცემები - 1995 საპარლამენტო პარტიების საარჩევნო პროგრამაში საგარეო პოლიტიკურ წინადადებათა საშუალო მაჩვენებელია 8.37%. პარტიათაგან რაოდენობრივად ყველაზე მეტი – 32 წინადადება – დაუთმო ეროვნულ დემოკრატიულმა პარტიამ, რომელსაც მოჰყვებიან საქართველოს რეფორმატორთა კავშირი

16,

ქართველ

ტრადიციონალისტთა

კავშირი

11,

ბლოკი

პროგრესი

7,

საქართველოს მოქალაქეთა კავშირი 3, სრულიად საქართველოს აღორძინების კავშირი 3, პოლიტიკური კავშირი თანადგომა და სოციალისტური პარტია 2 წინადადებით.

ცხრილი I – წინადადებები 35 30 25 20 15 10 5 0

რაც შეეხება მთლიან დოკუმენტში საგარეო პოლიტიკურ საკითხთა ხვედრით წილს, აქ ყველაზე მეტი ქართველ ტრადიციონალისტთა კავშირმა დაუთმო

(20.37%). მას

მოჰყვებიან სრულიად საქართველოს აღორძინების კავშირი (20%), პოლიტიკური კავშირი თანადგომა (12.5%), ბლოკი პროგრესი (11.66%), ეროვნულ დემოკრატიული პარტია (8.53%), საქართველოს რეფორმატორთა კავშირი (6.66%), საქართველოს მოქალაქეთა კავშირი (3.57%), სოციალისტური პარტია (2.98%).

ცხრილი II – წინადადებების % 25 20 15 10 5 0

39

1995 წელს პარტიების მიერ გაკეთებული 122 განაცხადიდან 40 სამეზობლოს მიმართ დადებითია, 25 დასავლეთის მიმართ დადებითი, 19 ზოგადია ან არ შეესებამება არცერთ კატეგორიას, 17 საერთაშორისო გახსნილობისადმი დადებითი, 12 რუსეთისადმი ნეიტრალური,

3

რუსეთისადმი

დადებითი,

3

რუსეთისადმი

უარყოფითი,

2

ნეიტრალიტეტის/დაბალანსებული საგარეო პოლიტიკის მომხრე და 1 საერთაშორისო გახსნილობისადმი უარყოფითი.

45 40 35 30 25 20 15 10 5 0

ცხრილი III: განაცხადები სულ

რაც შეეხება პარტიების მიერ გაკეთებული განაცხადების კუთვნილებას ამა თუ იმ კატეგორიის მიმართ, შედეგები ასახულია მომდევნო გვერდზე.

40

ცხრილი IV - განაცხადების კატეგორიები პარტიების მიხედვით სოც. პარტია

მოქკავშირი

აღორძ.

პროგრესი

თანადგომა

რეფორმ.

ედპ

ტრადიც.

25

20

15

10

5

0 დას. +

დას. –

საერთ. +

საერთ. –

რუს. +

რუს. –

რუს. ნეიტრ.

მეზობლ. +

მეზობლ. –

ნეიტრ.

სხვა

41

პარტიათა პროგრამების შეჯამება - 1995

საქართველოს მოქალაქეთა კავშირი საქართველოს მოქალაქეთა კავშირი ემხრობა საგარეო ეკონომიკური ურთიერთობების გაფართოებასა და საგარეო ვაჭრობის შემდგომ ლიბერალიზაციას. პარტია ეხება რეგიონულ პოლიტიკასაც და აცხადებს, რომ ქვეყანას მეგობრული ურთიერთობა უნდა ჰქონდეს ყველა სახემწიფოსთან, განსაკუთრებით კი მეზობლებთან – რუსეთთან,

სომხეთთან,

თურქეთთან

და

აზერბაიჯანთან.

პარტიის

მიხედვით,

საქართველო ესაზღვრება ნატოს წევრ თურქეთს და რუსეთს, როგორც კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების მთავარ სამხედრო ძალას, რაც ამ ორი სახელმწიფოს „მხრიდან სამხედრო–სტრატეგიულ ინტერესს განაპირობებს“. ამიტომ, პარტია მიიჩნევს, რომ აღნიშნული საქართველოს მხრიდან „გააზრებული, დაბალანსებული საგარეო პოლიტიკის გატარების საფუძველი უნდა იყოს“. პარტიის მიერ გაკეთებული 8 განაცხადიდან 2 საერთაშორისო გახსნილობის მიმართ არის დადებითი, 3 სამეზობლოს მიმართ დადებითი, 1 რუსეთისადმი ნეიტრალური, 1 ზოგადი და 1 ნეიტრალიტეტის/დაბალანსებული პოლიტიკის მომხრე. ეროვნულ დემოკრატიული პარტია ეროვნულ დემოკრატიული პარტია, დასავლეთის ქრისტიანულ–დემოკრატიულ სახალხო ტიპის პარტიად მოიაზრებს თავს და აცხადებს, რომ მისი არჩევის შემთხვევაში „საქართველო ღირსეულ ადგილს დაიკავებს მსოფლიოს თავისუფალ და განვითარებულ ქვეყანათა შორის.“ საგარეო პოლიტიკის საკითხს, პარტია ცალკე თავს უძღვნის სახელწოდებით „მსოფლიო და რეგიონული პასუხისმგებლობა“. პროგრამის თანახმად, „ქართულ–დასავლური მექანიზმის“ შექმნა პარტიის საგარეო პოლიტიკური სტრატეგიის ძირითადი შემადგენელი ნაწილია, დასავლური ორიენტაცია კი, ბუნებრივ კულტურულ გარემოში დაბრუნების სურვილი. პარტია დასძენს, რომ დასავლური ორიენტაციის „პოლიტიკური რეალიზაციის გარეშე“ სახელმწიფოებრიობის განმტკიცების, ეკონომიკური აღმავლობისა და შემდგომი პროგრესის წარმოდგენა შეუძლებელია. ამ მხრივ კი, პარტის ევროპის ქრისტიან–დემოკრატებთან თანამშრომლობას ანიჭებს პრიორიტეტს. ეროვნულ

დემოკრატიული

პარტია

მიიჩნევს,

რომ

ერთ–ერთ

პრიორიტეტად

საქართველოს ევროპა–აზიის დერეფნად გადაქცევა უნდა იქნეს დასახული. მათი აზრით, კავკასიის, შავი ზღვის და კასპიის ზღვების გავლით ცენტრალური აზიის რეგიონებთან ევროპის სარკინიგზო და საავტომობილო გზებით დაკავშირება, ტურიზმის განვითარება და საუკუნის პროექტში საქართველოს ჩართვა, „ქვეყნებს შორის არსებულ საერთო ინტერესებს წარმოაჩენს“. პარტია აცხადებს, რომ ამით გაიზრდება შავი ზღვის აუზის

42

ქვეყნებს შორის თანამშრომლობა და წინ წამოიწევს „ბალტია–შავი ზღვის კავშირის იდეის პრაქტიკაში განხოციელების მნიშვნელობაც“. შავი ზღვის ქვეყნებთან ურთიერთობას პარტია განავრცობს და აღნიშნავს, რომ შავი ზღვის

ეკონომიკური

თანამშრომლობის

ორგანიზაციის

ფარგლებში

აქტიური

მონაწილეობა ერთ–ერთ პრიორიტეტულ მიმართულებად უნდა იქცეს. ეროვნულ დემოკრატიული პარტია, საქართველოს მიერ ნატოსთან ხელმოწერილი პროგრამის „პარტნიორობა მშვიდობისათვის“ განხორციელებას „პასიურს“ უწოდებს და აცხადებს, რომ პარტია დაინტერესებულია მოხდეს პროგრამის სრული რეალიზაცია და მზადაა მიიღოს ნატოს დახმარება ეროვნული არმიის მშენებლობაში. ეროვნულ

დემოკრატიული

თანამშრომლობას,

კერძოდ

პარტია კი,

ემხრობა

ევროპის

პარტნიორობისა

და

კავშირთან

მჭიდრო

თანამშრომლობის

შესახებ

შეთანხმების ხელმოწერას. ამასთანავე, პარტია „ევროკავშირის აღმოსავლეთით შესაძლო გაფართოების

კვალდაკვალ

განსაკუთრებულ

ძალისხმევას

მიმართავს,

რათა

საქართველომ მიიღოს ევროკავშირში ასოცირებული წევრის სტატუსი და შევიდეს ევროპული ქვეყნების ოჯახში“. ეროვნულ–დემოკრატიული პარტია საჭიროდ მიიჩნევს, ევროპის ცალკეულ სახელმწიფოებთან ინტენსიური საგარეო–პოლიტიკური ურთიერთობების განვითარებას. პროგრამის თანახმად, კავკასიის რეგიონს საკვანძო მდებარეობა აქვს, ის აკავშირებს ევროპასა და აზიას და ამავდროულად, თავს უყრის სპარსეთის ყურის ქვეყნებისა და რუსეთის

ინტერესებს.

პარტიის

სურვილია,

კავკასიაში

დასავლეთის

ქვეყნების

პოლიტიკური და ეკონომიკური დაინტერესება მეტად გაღვივდეს და გაძლიერდეს. ამას კი, თან უნდა ერთვოდეს შიდაკავკასიური დიალოგი – უნდა „მოიძებნოს თანამშრომლობის ისეთი ფორმები, რომლებიც რეგიონის ქვეყნების ერთობლივ ინტერესებზე დაფუძნებულ სტაბილურობას დაემყარება“. რუსეთთან

დამოკიდებულების

მხრივ,

ეროვნულ

დემოკრატიული

პარტია

დიპლომატიურია, ის აღნიშნავს, რომ რუსეთს „გადამწყვეტი სიტყვის თქმა“ შეუძლია კავკასიაში მიმდინარე კონფლიქტების მშვიდობიანი მოწესრიგების საკითხში, თუმცა დასძენს, რომ რუსეთის ნეიტრალურ მხარედ წარმოჩენა გაუმართლებელია რადგან ამ უკანასკნელის კონფლიქტის მხარედ ყოფნა „არაერთხელ დადასტურდა“. ამიტომ, პარტია მომხრეა კონფლიქტების მოგვარების საქმეში საერთაშორისო ორგანიზაციების (გაერო, ეუთო) ჩართულობის და ამბობს, რომ „რუსეთის სამშვიდობო“ მისია უმოქმედოა. პარტია საქართველოს

დამოუკიდებელ

სახელმწიფოთა

თანამეგობრობაში

გაწევრიანების

წინააღმდეგია და უპირატესობას მის წევრ ქვეყნებთან ორმხრივ ურთიერთობებს ანიჭებს. მიუხედავად ამ განცხადებებისა, პარტია ემიჯნება „ანტირუსულ ისტერიას“ და აღნიშნავს, რომ ის საჭიროდ მიიჩნევს „კვლავაც გააგრძელოს ურთიერთობა და თანამშრომლობა რუსეთის

დემოკრატიულ

დაინტერესებულია

რუსეთში

ძალებთან“.

ეროვნულ

დემოკრატიული

დემოკრატიული

ინსტიტუტების

პარტია

მშენებლობის

და

რადიკალური ეკონომიკური რეფორმების წარმატებით განხორციელებაში, საბოლოო

43

ჯამში

კი

რუსეთის

სტაბილურ,

დემოკრატიულ,

ცივილიზებულ

სახელმწიფოდ

ჩამოყალიბებაში. ეროვნულ

დემოკრატიული

პარტიის

მიერ

გაკეთებული

55

განაცხადიდან,

20

სამეზობლოს მიმართ დადებითია, 18 დასავლეთის მიმართ დადებითი, 10 რუსეთისადმი ნეიტრალური, 3 რუსეთისადმი უარყოფითი, 2 საერთაშორისო გახსნილობისადმი დადებითი, 2 ზოგადია ან არ შეესაბამება არცერთ კატეგორიას. სრულიად საქართველოს აღორძინების კავშირი სრულიად საქართველოს აღორძინების კავშირი აცხადებს, რომ ის მხარს უჭერს მეზობელ სახელმწიფოებთან „მშვიდობიანი, ურთიერთხელსაყრელი და თანასწორუფლებიანი ურთიერთობის“ პროცესებში

დამყარებას

ინტეგრაციას.

და

საერთაშორისო

პოლიტიკური

ეკონომიკურ

პარტიის

და

კულტურულ

სურვილია,

მეზობელ

სახელმწიფოებთან საბაჟო ურთიერთობების შემდგომი სრულყოფა. კავშირის მიერ გაკეთებული 4 განაცხადიდან 2 საერთაშორისო გახსნილობის მიმართ დადებითია და 2 სამეზობლოს მიმართ დადებითი. ქართველ ტრადიციონალისტთა კავშირი ქართველ ტრადიციონალისტთა კავშირი საგარეო პოლიტიკას ცალკე ქვეთავს უძღვნის და დასაწყისშივე აცადებს, რომ საგარეო პოლიტიკაში პარტია „ეროვნული ფუნდამენტური კატეგორიიდან“ ამოდის. პარტია აქვე განმარტავს, რომ ეროვნული ინტერესი არ უნდა დაექვემდებაროს რომელიმე პარტიის ან სოციალური ჯგუფის ინტერესს და ის მხოლოდ სახელმწიფო

სუვერენიტეტის,

ტერიტორიული

მთლიანობისა

და

საზოგადოების

ნორმალური ცხოვრების პრინციპს უნდა ეყრდნობოდეს. პროგრამის თანახმად, აუცილებელია როგორც „ორმხრივი, ისე კოლექტიური კავშირურთიერთობების ქსელის გაფართოებას“. პარტია განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს გაეროს, უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის საბჭოსა და შავი ზღვის აუზის ეკონომიკურ თანამეგობრობის ფარგლებში საქმიანობას. საგარეო პოლიტიკური კურსის განსაზღვრისას ქართველ ტრადიციონალისტთა კავშირი ითვალისწინებს, დასავლეთის, წარმოადგენს

რომ

საქართველო

ჩრდილოეთისა და

და

აღნიშნავს,

„კავკასიის სამხრეთის

რომ

რეგიონში

აღმოსავლეთისა

დამაკავშირებელ

ქვეყანამ

უმოკლეს

ენერგეტიკული

და

გზას“

რესურსების

ტრანსპორტირების მხრივ მნიშვნელოვანი როლი უნდა შეასრულოს. ქართველ ტრადიციონალისტთა კავშირი ემხრობა საქართველოს ევროპის საბჭოში გაწევრიანებას და პროგრამის „პარტნიორობა მშვიდობისათვის“ ფარგლებში ნატოსთან უფრო მჭიდრო ურთიერთობების დამყარებას. პარტია ასევე უსვამს ხაზს, გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმივ წევრ ქვეყნებთან და გერმანიასთან ურთიერთობის გაღრმავების საჭიროებას.

44

რაც შეეხება საქართველოს კავკასიურ პოლიტიკას, კავშირს მიაჩნია, რომ ის „უაღრესად ფრთხილი და მოზომილი უნდა იყოს“. პარტიის მიხედვით, საქართველოს ცენტრალური ადგილი უკავია კავკასიაში და საუკუნებრივი კეთილმეზობლური ურთიერთობა აქვს კავკასიის ხალხებთან, რაც „შეიძლება გამოვიყენოთ ზოგადკავკასიური მნიშვნელობის მქონე ინიციატივებისთვის“. ქართველ ტრადიციონალისტთა კავშირი აცხადებს, რომ „სამშობლის წინაშე უაღრესად რთული და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ამოცანა დგას – მან საბოლოოდ უნდა დაიმკვიდროს კუთვნილი ადგილი თანამედროვე ცივილიზებულ სამყაროში“. კავშირის მიერ გაკეთებული 16 განაცხადიდან 5 მეზობელი ქვეყნების მიმართ დადებითია, 4 დასავლეთისადმი დადებითი, 4 საერთაშორისო გახსნილობისადმი დადებითი და 3 ზოგადია ან არ შეესაბამება არცერთ კატეგორიას. პოლიტიკური კავშირი „თანადგომა“ კავშირის მიხედვით, აფხაზეთის პრობლემამ „რუსეთ–საქართველოს ურთიერთობების გადაუდებელი მოგვარების დილემის წინაშე დააყენა“. თანადგომა აცხადებს, რომ იგი უმთავრეს მნიშვნელობას საერთაშორისო დონეზე ინტეგრაციულ პროცესებს ანიჭებს, „განსაკუთრებით კი, რუსეთთან და დსთ–ს სხვა ქვეყნებთან“. თანადგომა მიიჩნევს, რომ ქვეყნის სრული დამოუკიდებლობისა და მთლიანობის აღდგენის მიზნით, აუცილებელია რუსეთის

ფედერაციასთან

და

მეზობელ

ქვეყნებთან

კეთილმეზობლური

ურთიერთობების მოგვარება, „სრული თანასწორუფლებიანობისა და ერთმანეთის ინტერესების გათვალისწინების საფუძველზე“. პოლიტიკური კავშირის მიერ გაკეთებული 6 განაცხადიდან 2 რუსეთისადმი დადებითია, 2 სამეზობლოს მიმართ დადებითი. 1 რუსეთისადმი ნეიტრალური და 1 საერთაშორისო გახსნილობისადმი დადებითი. ბლოკი „პროგრესი“ ბლოკი პროგრესი მიიჩნევს, რომ საქართველო „ანგარიშვალდებული უნდა იყოს ყველა იმ საერთაშორისო ნორმისა და აქტისადმი, რაც დღეს საკაცობრიო პოლიტიკური კულტურის მიღწევას წარმოადგენს“. ბლოკის მიხედვით, საქართველომ უნდა გაატაროს „მოქნილი, დინამიური, მსოფლიოში მიმდინარე პროცესებთან შეხამებული და სრული ნეიტრალიტეტის პოლიტიკა“. ბლოკის მიხედვით,

უნდა

გამყარდეს

„კეთილმეზობლური, ამავდროულად,

მჭიდრო,

ბლოკი

კავშირები

იმ

ისტორიული

„თანადგომა“

არ

ქვეყნებთან, და

რომლებთანაც

ძირძველი

უგულებელჰყოფს

ქვეყანას

კავშირები“

აქვს.

საერთაშორისო

სტრუქტურებში ინტეგრაციას, „ქვეყნის ინტერესების პრიმატით“. პარტია ასევე აცხადებს, რომ „სათანადო ექსპერტებმა უნდა შეისწავლონ და განსაზღვრონ საქართველოსადმი საზღვარგარეთის ქვეყნების დაინტერესების ყველა ფაქტორი“.

45

რაც შეეხება რეგიონულ პოლიტიკას, ბლოკი მიიჩნევს, რომ ქართველმა ხალხმა ამიერკავკასიის ხალხების კონსოლიდაცია უნდა ითავოს და შავი ზღვის ქვეყნების ალიანსში საქართველოს მონაწილეობა ახალ, კონსტრუქციულ რელსებზე დადგეს, „ამ ქვეყნებთან ურთიერთობით სასარგებლო შედეგების მიღების თვალსაზრისით“. ბლოკის მიერ გაკეთებული 7 განაცხადიდან 3 სამეზობლოსადმი დადებითია, 2 საერთაშორისო გახსნილობისადმი დადებითი, 2 ზოგადია ან არ შეესაბამება არცერთ კატეგორიას და 1 ნეიტრალიტეტის/დაბალანსებული საგარეო პოლიტიკის მომხრე. საქართველოს სოციალისტური პარტია საქართველოს

სოციალისტური

პარტია

მიიჩნევს,

რომ

„საქართველო

არ

უნდა

წარმოადგენდეს ბრმა იარაღს რომელიმე ძლიერი სახელმწიფოს ხელში“, საქართველომ უნდა მოძებნოს „სათანადო ადგილი მიმდინარე წინააღმდეგობრივ პროცესებში“, გახდეს „თანამედროვე სამყაროში გეოპოლიტიკური და გეოეკონომიკური ურთიერთობების ღირსეული სუბიექტი“. პარტია მიიჩნევს, რომ საქართველომ უნდა გაითვალისწინოს სხვა სახელმწიფოს ინტერესები „იმდენად, რამდენადაც ისინი შეუთავსდება ჩვენი ქვეყნის ინტერესებს“. პარტიის მიერ გაკეთებული 4–ვე განაცხადი ზოგადია ან არ შეესაბამება არცერთ კატეგორიას. საქართველოს რეფორმატორთა კავშირი საქართველოს რეფორმატორთა კავშირის სურვილია, საქართველომ თავისი ღირსეული ადგილი დაიკავოს „მსოფლიოს ცივილიზებული ქვეყნების თანამეგობრობაში“. პარტია ღიაა უცხოური დახმარებების მიღებისადმი. პროგრამის ერთ–ერთ ქვეთავში, რეფორმატორთა კავშირი სურვილს გამოთქვამს განამტკიცოს კავშირები „საზღვარგარეთ მცხოვრებ თანამემამულეებთან“. უშუალოდ

საგარეო პოლიტიკის

თავში,

საქართველოს რეფორმატორთა

კავშირი

აცხადებს, რომ „საქართველოს პოლიტიკური და ეკონომიკური რეალიები მოითხოვენ რუსეთსა და დსთ–ს ქვეყნებთან მჭიდრო და თანასწორუფლებიან ახლო ურთიერთობების დამყარებას“. აქვე, დასძენენ რომ სახელმწიფომ მეგობრული და თანასწორუფლებიანი კონტაქტები უნდა დაამყაროს ევროპისა და ამერიკის სახელმწიფოებთან, განვითარებად ქვეყნებთან. პროგრამის თანახმად, საჭიროა შავი ზღვის აუზისა და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებთან ურთიერთობის გააქტიურება. პარტია ემხრობა, ევროპის ინტეგრაციის პროცესებში საქართველოს ჩაბმას და კავკასიის რეგიონში საქართველოს ისტორიული როლის აღდგენას. რომლისთვისაც, საქართველომ კავკასიაში მშვიდობის დასამყარებლად ინიციატივა უნდა აიღოს. პარტია მიიჩნევს, რომ საერთაშორისო ორგანიზაციათა მხარდაჭერა და ქვეყნის გეოპოლიტიკური მდგომარეობა უფრო აქტიურად უნდა იქნეს გამოყენებული. რაც შეეხება საგარეო–ეკონომიკურ ურთიერთობებს, აქ პარტია ემხრობა სამამულო წარმოების ექსპორტის გაზრდას და შიდა ბაზრის საგარეო კონკურენციისგან დაცვას. 46

თუმცა მიიჩნევს, რომ მეცნიერებაში და კერძოდ ერთობლივი სასწავლო–სამეცნიერო ცენტრების შექმნის ხელშეწყობის მიზნით, უნდა მოხდეს უცხოური ინვესტიციების მოზიდვა. ის უარს ამბობს ჰუმანიტარულ დახმარებაზე „ეროვნული ეკონომიკის აღორძინების კვალდაკვალ“. პარტია აცხადებს, რომ საქართველოში უცხოელ მასწავლებლებს მოიწვევს, ხოლო ახალგაზრდობას უცხოეთში სასწავლებლად გაგზავნის. საქართველოს რეფორმატორთა კავშირის მიერ გაკეთებული 16 განაცხადიდან 7 ზოგადია ან არ შეესაბამება არცერთ კატეგორიას, 5 სამეზობლოს მიმართ დადებითია, 4 საერთაშორისო გახსნილობისადმი დადებითი, 3 დასავლეთისადმი დადებითი, 1 საერთაშორისო გახსნილობისადმი უარყოფითი და 1 რუსეთისადმი დადებითი.

47

1999 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები არჩევნებში მონაწილეობის მიღების უფლება ჰქონდა იმ პარტიასა და პოლიტიკურ გაერთიანებას, რომელიც წარმოადგენდა 50 ათასი მხარდამჭერის ხელმოწერას, ან რომელსაც ჰყავდა წარმომადგენელი საქართველოს პარლამენტში. პროპორციული სისტემით არჩევნები ტარდებოდა ერთიანი პარტიული სიით. პოლიტიკურ გაერთიანებას უფლება ჰქონდა მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში წარედგინა დეპუტატობის ის კანდიდატი, რომელიც მის პარტიულ სიაშიც იყო. აფხაზეთში სეპარატისტული რეჟიმის გამო არ დანიშნულა არჩევნები, ამიტომ აფხაზეთის დეპუტაციას უფლებამოსილება გაუგრძელდა. აფხაზეთის წარმომადგენლობა შედგებოდა 12 დეპუტატისაგან. კონსტიტუციისა

და

საარჩევნო

კანონის

თანახმად

პარლამენტის

შემადგენლობა

განისაზღვრა 235 დეპუტატით. 150 აირჩეოდა პროპორციული, 85 კი მაჟორიტარული წესით. არჩევნებში მონაწილეობა მიიღო 45–მა პარტიამ. 7 %-იანი ბარიერი გადალახეს: 1. საქართველოს მოქალაქეთა კავშირი 42.07%/894 850 ხმა (85 მანდატი) 2. ბლოკი „საქართველოს აღორძინება’’ 25.41%/540 389 ხმა (51 მანდატი) 3. ბლოკი „მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს’’ 7.13%/151 685 ხმა (14 მანდატი) მაჟორიტარული წესით მანდატები მოიპოვეს შემდეგმა პარტიებმა: 1. საქართველოს მოქალაქეთა კავშირი 46 მანდატი 2. ბლოკი „საქართველოს აღორძინება’’ 7 მანდატი 3. ბლოკი „მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს’’ 1 მანდატი 4. საქართველოს ლეიბორისტული (შრომის) პარტია 2 მანდატი 5. დამოუკიდებელი კანდიდატი 17 მანდატი ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა 3 143 851 არჩევნებში მონაწილოება მიიღო 2 133 878 საქართველოსპარლამენტის 1999 წლის 7 და 14 ნოემბერს ჩატარებული არჩევნების მეორე ტურისა და ხელახალი ხმის მიცემის შედეგად მაჟორიტარული სისტემით არჩეულ იქნა 22 დეპუტატი. ცესკო-ს თავმჯომარე ჯუმბერ ლომინაძე

წყარო: ცენტრალური საარჩევნო კომისია

48

რაოდენობრივი მონაცემები - 1999 საპარლამენტო პარტიების საარჩევნო პროგრამაში საგარეო პოლიტიკურ წინადადებათა საშუალო მაჩვენებელია 5.76%. პარტიათაგან რაოდენობრივად ყველაზე მეტი – 10 წინადადება – დაუთმო ბლოკმა საქართველოს

აღორჩინება,

რომელსაც

მოჰყვებიან

მოქალაქეთა

კავშირი

9,

ლეიბორისტები 7 და მრეწველები 3 წინადადებით.

ცხრილი I - წინადადებები 12 10 8 6 4 2 0 მრეწვ.

ლეიბ.

მოქკავშირი

აღორძ.

რაც შეეხება მთლიან დოკუმენტში საგარეო პოლიტიკურ საკითხთა ხვედრით წილს, აქ ყველაზე მეტი ლეიბორისტულმა პარტიამ დაუთმო (10.76%). მას მოჰყვებიან მოქალაქეთა კავშირი (5.96%), საქართველოს აღორძინება (5.58%) და მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს (2.77%).

ცხრილი - წინადადებების % 12 10 8 6 4 2 0 მრეწვ.

ლეიბ.

მოქკავშირი

აღორძ.

2004 წელს პარტიების მიერ გაკეთებული 39 განაცხადიდან 17 საერთაშორისო გახსნილობისადმი დადებითია, 7 დასავლეთის მიმართ დადებითია, 4 სამეზობლოს 49

მიმართ დადებითია, 3 ნეიტრალიტეტის/დაბალანსებული საგარეო პოლიტიკის მომხრე, 2 საერთაშორისო გახსნილობისადმი უარყოფითი, 2 ზოგადია ან არ შეესაბამება არცერთ კატეგორიას, 1 დასავლეთისადმი

უარყოფითი, 1 რუსეთისადმი უარყოფითი, 1

რუსეთისადმი ნეიტრალური და 1 სამეზობლოს მიმართ უარყოფითი.

ცხრილი III - განაცხადები სულ 18 16 14 12 10 8 6 4 2 0

რაც შეეხება ცალკეული პარტიების მიერ გაკეთებული განაცხადების კუთვნილებას ამა თუ იმ კატეგორიის მიმართ, შედეგები ასახულია მოცემულ ცხრილში:

ცხრილი IV - განაცხადების კატეგორიები პარტიების მიხედვით 7 6 5 4 3 2 1 0

მრეწვ.

ლეიბ.

მოქკავშირი

აღორძ.

50

პარტიათა პროგრამების შეჯამება - 1999

საქართველოს მოქალაქეთა კავშირი საგარეო

პოლიტიკის

უმთავრეს

სტრატეგიად,

მოქალაქეთა

კავშირი

„ევროპულ

ორიენტაციას და ევროკავშირისკენ სწრაფვას მიიჩნევს“ და აქვე განმარტავს, რომ ევროპული ორიენტაცია ეროვნულობის უარყოფას არ გულისხმობს. პირიქით, „ეს არის ვახტანგ გორგასალის, დავით აღმაშენებლის, გიორგი ბრწყინვალეს, სულხან–საბა ორბელიანის და ილია ჭავჭავაძის არჩევანი“. პროგრამის თანახმად, ევროპული ორიენტაცია ერთი მხრივ ტრადიციების ერთგულებას ნიშნავს, ხოლო მეორე მხრივ უნივერსალური ღირებულებებისა და სტანდარტების დანერგვას. საგარეო პოლიტიკაზე საუბარს, პარტია მეზობელ სახელმწიფოებთან და საგარეო– ეკონომიკურ საკითხებზე შეხებით აგრძელებს. პროგრამის თანახმად, მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში

გაწევრიანება

განხორციელება

მომგებიანი

და

აბრეშუმის

იქნება

როგორც

გზის

დიდი

პროექტი

სახელმწიფოსთვის

ისე

ტრასეკას ცალკეული

მოქალაქისთვის. საქართველოს მოქალაქეთა კავშირის მიერ გაკეთებული 12 განაცხადიდან, 6 დასავლეთის მიმართ, 5 საერთაშორისო გახსნილობის მიმართ დადებითი და 1 სამეზობლოს მიმართ დადებითია. საქართველოს ლეიბორისტული (შრომის) პარტია საქართველოს ლეიბორისტული პარტია საგარეო პოლიტიკაზე საუბარს პარტიის იდეოლოგიაზე ყურადღების გამახვილებით იწყებს: პროგრამის მიხედვით პარტია სოციალურ–ევროპული და ინტერნაციონალურია. პროგრამის თანახმად, რეგიონული და ზესახელმწიფოების საქართველოს ტერიტორიაზე გავლენის სფეროთა მოსაპოვებლად ბრძოლა საფრთხეს უქმნის ქვეყნის დამოუკიდებლობას. ამიტომ, ლეიბორისტული პარტია ემხრობა სახელმწიფო ნეიტრალიტეტს და „უცხო ქვეყნის თუ ბლოკის სამხედრო ბაზების“ საქართველოში განთავსების წინააღმდეგია. ლეიბორისტული პარტია ასევე ეწინააღმდეგება „სამხედრო პოლიტიკური დაჯგუფების“ წევრობასაც. ლეიბორისტული პარტია ეწინააღმდეგება სამეცნიერო გამოგონებათა „ჩალის ფასად უცხოელებზე მითვისებას სხვადასხვა „გრანტებით““. საქართველოს ლეიბორისტული პარტიის მიერ გაკეთებული 10 განაცხადიდან, 2–2 უარყოფითია საერთაშორისო გახსნილობის და ნეიტრალიტეტის/ბალანსის მიმართ, თითო განაცხადია უარყოფითი დასავლეთის, რუსეთის და სამეზობლოს მიმართ, თითო დადებითი დასავლეთისა და საერთაშორისო გახსნილობის მიმართ და ერთი განაცხადი რუსეთისადმი ნეიტრალური პოზიციის გამომხატველი.

51

მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს პოლიტიკური პარტია მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს საგარეო პოლიტიკაზე საუბრისას ყურადღებას ზოგად საკითხებზე ამახვილებს; პროგრამა აცხადებს, რომ საქართველო უნდა ესწრაფოს კეთილგანწყობილი და მშვიდობიანი ურთიერთობების დამკვიდრებისკენ ყველა ქვეყანასთან. პარტია ემხრობა საქართველოს მონაწილეობას გლობალური პრობლემების გადაჭრაში და საერთაშორისო ურთიერთობების სფეროში მიღწეულ წარმატებათა განმტკიცებაში. პარტია ღიაა საერთაშორისო პოლიტიკურ და ეკონომიკურ ორგანიზაციებთან თანამშრომლობისთვისაც. პოლიტიკური პარტიის მიერ გაკეთებული 5–ვე განაცხადი, საერთაშორისო გახსნილობის მიმართ დადებითია. ბლოკი საქართველოს აღორძინება ბლოკი საქართველოს აღორძინება საგარეო პოლიტიკაზე საუბარს, საერთაშორისო ხელშეკრულებებით

გათვალიწინებული

და

ევროპის

საბჭოს

მიმართ

აღებული

ვალდებულებების შესრულებაზე ყურადღების გამახვილებით იწყებს. პარტია მიიჩნევს, რომ ქვეყნის გეოპოლიტიკური მდგომარეობა საერთაშორისო ვაჭრობის თვალსაზრისით „ღრმად“ უნდა იყოს შეფასებული. პარტიის მიხედვით, გასააზრებელია „უცხოეთის სახელმწიფოების არსებული და შესაძლო ეკონომიკური ინტერესების შეხამება საქართველოს ინტერესებთან“. მოგვიანებით, პარტია კვლავ ახსენებს „შეხამების“ საჭიროებას და აღნიშნავს, რომ პრაგმატული საგარეო ეკონომიკური პოლიტიკა თანაბრად უნდა ითვალისწინებდეს ეროვნულ ინტერესებსა და გლობალურ პროცესებს. საკუთრივ საგარეო პოლიტიკურ ნაწილში, პარტია აცხადებს, რომ საგარეო პოლიტიკის საფუძველი „ინტერესთა გონივრული ბალანსი“ უნდა იყოს. პარტია ემხრობა საქართველოს ისტორიული როლის განმტკიცებას კავკასიაში, პოლიტიკური, ეკონომიკური და სამხედრო თანამშრომლობის გაღრმავებას შავი ზღვის აუზის ქვეყნებთან. საქართველოს აღორძინება ეწინააღმდეგება იზოლაციონიზმს და აცხადებს, რომ იგი საერთაშორისო პოლიტიკურ და ეკონომიკურ ორგანიზაციებში საქართველოს აქტიური მონაწილეობის მომხრეა. ბლოკი

საქართველოს

საერთაშორისო

აღორძინების

გახსნილობის

მიმართ

მიერ

გაკეთებული

დადებითია,

3

12

განაცხადიდან,

სამეზობლო

6

პოლიტიკის

განვითარებას ემხრობა, 2 ზოგადია ან არ შეესაბამება არცერთ კატეგორიას და 1 ნეიტრალიტეტის/ბალანსის საჭიროებაზე საუბრობს.

52

2003 წლის 2 ნოემბრის საპარლამენტო არჩევნები (გაუქმებული) არჩევნებში მონაწილეობის მიღების უფლება ჰქონდა იმ პარტიასა და პოლიტიკურ გაერთიანებას, რომელიც წარმოადგენდა 50 ათასი მხარდამჭერის ხელმოწერას, ან რომელსაც ჰყავდა წარმომადგენელი საქართველოს პარლამეტში. არჩევნები

პროპორციული

სისტემით

ტარდებოდა

ერთიანი

პარტიული

სიით.

პოლიტიკურ გაერთიანებას უფლება ჰქონდა მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში წარედგინა დეპუტატობის ის კანდიდატი, რომელიც მის პარტიულ სიაშიც იყო. კონსტიტუციისა და საარჩევნო

კანონის

თანახმად,

პარლამენტის

შემადგენლობა

განისაზღვრა

235

დეპუტატით. 150 აირჩეოდა პროპორციული, 85 კი მაჟორიტარული წესით. არჩევნებში მონაწილეობდა 18 პარტია. პროპორციული სისტემით საპარლამენტო არჩევნებში 7% -იანი ბარიერი გადალახა: 1. ბლოკი „ახალი საქართველოსათვის’’ 21.32% 407 045 ხმა (38 მანდატი) 2. დემოკრატიული აღორძინების კავშირი 18.84% 359 769 ხმა (33 მანდატი) 3. ბლოკი „სააკაშვილი–ნაციონალური მოძრაობა’’ 18.08% 345 197 ხმა (32 მანდატი) 4. საქართველოს ლეიბორისტული პარტია 12.04% 229 900 ხმა (20 მანდატი) 5. ბლოკი „ბურჯანაძე–დემოკრატები’’ 8.79% 167 908 ხმა (15 მანდატი) 6. ბლოკი „ახალი მემარჯვენეები (ახლები)’’ 7.35% 140 259 ხმა (12 მანდატი) მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით ჩატარებული არჩევნების შედეგები გაუქმდა მხოლოდ სამ ოლქში (#63 აბაშა, #56 ჭიათურა, #23 ბოლნისი). მანდატები ასე გადანაწილდა: 1. ბლოკი „ახალი საქართველოსათვის’’ 19 მანდატი 2. ბლოკი „სააკაშვილი–ნაციონალური მოძრაობა’’ 10 მანდატი 3. დემოკრატიული აღორძინების კავშირი 6 მანდატი 4. ბლოკი „ბურჯანაძე–დემოკრატები’’ 4 მანდატი 5. ბლოკი „ახალი მემარჯვენეები (ახლები)’’ 4 მანდატი 6. საქართველოს ლეიბორისტული პარტია 3 მანდატი 7. ბლოკი „მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს’’ 4 მანდატი 8. ნაციონალური მოძრაობა–დემოკრატები 1 მანდატი 9. საინიციატივო ჯგუფი (დამოუკიდებელიკანდიდატები) 21 მანდატი ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა 3 178 593 არჩევნებში მონაწილეობა მიიღო 1 909 215 ცესკო-ს თავმჯდომარე ნანა დევდარიანი წყარო: ცენტრალური საარჩევნო კომისია 53

რაოდენობრივი მონაცემები - 2003 საპარლამენტო პარტიების საარჩევნო პროგრამაში საგარეო პოლიტიკურ წინადადებათა საშუალო მაჩვენებელია 7.36%. პარტიათაგან რაოდენობრივად ყველაზე მეტი – 26 წინადადება – დაუთმო ახალმა მემარჯვენეებმა, რომელსაც მოჰყვებიან ბურჯანაძე–დემოკრატები 18, ლეიბორისტები 9, ახალი საქართველოსთვის 7, მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს 6 და აღორძინება 5 წინადადებით. საგარეო პოლიტიკაზე საერთოდ არ უსაუბრია ნაციონალურ მოძრაობას.

ცხრილი I - წინადადებები 30 25 20 15 10 5 0 აღორძ.

მრეწვ.

ლეიბ.

ნაც. მოძრ.

მემარჯვ.

ბურჯ. დემ.

ახალი. საქ.

რაც შეეხება მთლიან დოკუმენტში საგარეო პოლიტიკურ საკითხთა ხვედრით წილს, აქ ყველაზე მეტი ბურჯანაძე–დემოკრატებმა დაუთმო

(20.45%). მას მოჰყვებიან ახალი

საქართველოსთვის (10.6%), მემარჯვენეები (8.02%), აღორძინება (5.88), ლეიბორისტები (5.45%) და მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს (2.94%).

ცხრილი II - წინადადებების % 25 20 15 10 5 0 აღორძ.

მრეწვ.

ლეიბ.

ნაც. მოძრ.

მემარჯვ.

ბურჯ. დემ.

ახალი. საქ.

54

2003 წელს პარტიების მიერ გაკეთებული 107 განაცხადიდან 38 დასავლეთის მიმართ დადებითია, 23 სამეზობლოს მიმართ დადებითია, 14 საერთაშორისო გახსნილობისადმი დადებითი, 11 ზოგადია ან არ შეესებამება არცერთ კატეგორიას, 6 რუსეთისადმი უარყოფითი, 3 რუსეთისადმი ნეიტრალური, 2 რუსეთისადმი დადებითი და 2 ნეიტრალიტეტის/დაბალანსებული საგარეო პოლიტიკის მომხრე.

ცხრილი III - განაცხადების სულ 40 35 30 25 20 15 10 5 0

რაც შეეხება პარტიების მიერ გაკეთებული განაცხადების კუთვნილებას ამა თუ იმ კატეგორიის მიმართ, შედეგები ასახულია მომდევნო გვერდზე.

55

ცხრილი IV - განაცხადების კატეგორიები პარტიების მიხედვით 25

20

15

10

5

0 დას. +

დას. –

აღორძ.

საერთ. +

მრეწვ.

საერთ. –

ლეიბ.

რუს. +

რუს. –

ნაც. მოძრ.

რუს. ნეიტრ.

მემარჯვ.

მეზობლ. +

მეზობლ. –

ბურჯ. - დემ.

ნეიტრ.

სხვა

ახალი. საქ. 56

პარტიათა პროგრამების შეჯამება - 2003

დემოკრატიული აღორძინების კავშირი დემოკრატიული

აღორძინების

კავშირი

„თანმიმდევრული“

საგარეო

პოლიტიკის

გატარების საჭიროებაზე ამახვილებს ყურადღებას და აცხადებს, რომ ის მომხრეა ევროპის საბჭოსა და მსოფლიოს სტრუქტურებში ფართო ინტეგრირებისა. პროგრამის თანახმად, საქართველომ განუხრელად უნდა შეასრულოს ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებები, იზრუნოს

მეზობელ

სახელმწიფოებთან

ურთიერთობის

განვითარებისთვის

და

აღადგინოს უვიზო მიმოსვლა რუსეთის ფედერაციასთან. დემოკრატიული აღორძინების კავშირის მიერ გაკეთებული განაცხადებიდან ყველაზე მეტი, 2 წინადადება ემხრობა ქვეყნის საერთაშორისო გახსნილობას, თითო–თითოა დადებითი რუსეთის, დასავლეთისა და სამეზობლოს მიმართ და 1 ზოგადია ან არ შეესაბამება არცერთ კატეგორიას. მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს პროგრამის თანახმად, პრობლემას წარმოადგენს საქართველოს ზრდადი საგარეო ვალი. მის გადასაჭრელად კი, საჭიროა ვალების წარმოშობის წყაროს დადგენა, კორექტირება და რესტრუქტურირება უცხოელ კრედიტორებთან მოლაპარაკების შედეგად. პოლიტიკური პარტია საგარეო პოლიტიკაზე საუბარს ზოგად საკითხებზე ყურადღების გამახვილებით აგრძელებს; 1999 წლის მსგავსად, პროგრამა აცხადებს, რომ საქართველო უნდა

ესწრაფვოდეს

კეთილგანწყობილი

და

მშვიდობიანი

ურთიერთობების

დამკვიდრებისკენ ყველა ქვეყანასთან. პარტია ემხრობა საქართველოს მონაწილეობას გლობალური პრობლემების გადაჭრაში და საერთაშორისო ურთიერთობების სფეროში მიღწეულ წარმატებათა განმტკიცებაში. პარტია ღიაა საერთაშორისო პოლიტიკურ და ეკონომიკურ ორგანიზაციებთან თანამშრომლობისთვისაც. პოლიტიკური პარტია მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს მიერ გაკეთებული 8 განაცხადიდან 5 საერთაშორისო გახსნილობის მიმართ დადებითია და 3 ზოგადია ან არ შეესაბამება არცერთ კატეგორიას. საქართველოს ლეიბორისტული (შრომის) პარტია პარტია პროგრამის დასაწყისშივე აცხადებს, რომ მის მიზანს ევროპაზე ორიენტირებული სახელმწიფოს შექმნა წარმოადგენს, ხოლო მისი პრიორიტეტი საგარეო პოლიტიკაში, „გაწონასწორებულ“ ურთიერთობებს გულისხმობს. პროგრამის დასასრულს, ქვეყნის საერთაშორისო ურთიერთობებს ცალკე ქვეთავი ეთმობა. აქ აღნიშნულია, რომ საერთაშორისო სისტემაში საქართველოს როლის განმტკიცებისთვის „ამოსავალი წერტილი“ გეოპოლიტიკური პლურალიზმი და ისტორიულ მეზობლებთან მჭიდრო თანამშრომლობა უნდა იყოს. პარტია ემხრობა საერთაშორისო პოლიტიკურ და 57

ეკონომიკურ ორგანიზაციებთან თანამშრომლობას და ამავდროულად აცხადებს, რომ საქართველოს ტერიტორიაზე არ უნდა იმყოფებოდეს უცხო ქვეყნის სამხედრო ბაზები. პარტიის სურვილია უვიზო მიმოსვლა დამყარდეს არა მხოლოდ ევროპის კავშირის ქვეყნებთან, არამედ რუსეთთან და სხვა ყოფილ სააბჭოთა ქვეყნებთან. პარტია განმარტავს,

რომ

საჭიროა

შეიქმნას

ყველა

წინაპირობა

ევროპის

კავშირში

გასაწევრიანებლად. პროგრამა ასევე ეხება ეკონომიკის საკითხებს და აღნიშნავს, რომ საინვესტიციო გარემო უნდა უზრუნველყოფდეს უცხოური კაპიტალის შემოსვლას. პარტიის მიერ გაკეთებული 14 განაცხადიდან 4 საერთაშორისო გახსნილობის მიმართ დადებითია, 3 დასავლეთის მიმართ კეთილგანწყობილია, 2 სამეზობლოს მიმართ დადებითი, 2 ნეიტრალიტეტის/ბალანსის მომხრე, 1 რუსეთისადმი უარყოფითია, 1 რუსეთის მიმართ დადებითი და 1 ზოგადი. ბლოკი „ბურჯანაძე – დემოკრატები“ „ბურჯანაძე – დემოკრატებს“ სურთ, რომ „საქართველომ ღირსეული ადგილი დაიკავოს ცივილიზებულ ერთა შორის.“ საგარეო პოლიტიკა კი, საქართველოს ინტერესების დამცავ მექანიზმად ესახებათ. პარტია მომხრეა ევროპული ინტეგრაციის, დასავლეთთან სტრატეგიული პარტნიორობის და ნატოსთან მიზანმიმართული ინტეგრაციის. პროგრამის მიხედვით, საქართველოს საგარეო–პოლიტიკურ ორიენტაციას მრავალსაუკუნოვანი ისტორია აქვს და სათავეს იღებს გრიგოლ ხანძთელის, ათონელების, ილია

ჭავჭავაძის

და

სულხან

საბას

დასავლური

არჩევანიდან.

დასავლურ

ცივილიზაციაზე ორიენტირება კი, საქართველოს ეროვნული ინტერესებითაა ნაკარნახევი და „ეროვნული მემკვიდრეობის გაფრთხილება და გაგრძელებაა“. პარტია ასევე ემხრობა შიდა პოლიტიკაში დასავლური იდეების გატარებას. საგარეო პოლიტიკაზე საუბარს პარტია ასრულებს, იმაზე ხაზგასმით, რომ რუსეთთან და სხვა მეზობელ სახელმწიფოებთან ორმხრივად ხელსაყრელი და ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებული

თანამშომლობის

გაძლიერება“

საქართველოს

„პოლიტიკური

და

ეკონომიკური ინტერესია“. „ბურჯანაძე–დემოკრატების“ მიერ გაკეთებული 28 განაცხდიდან 20 დასავლეთის მიმართ დადებითია, 4 ზოგადია ან არ შეესაბამება არცერთ კატეგორიას, 1 საერთაშორისო გახსნილობის მიმართ დადებითი,

1 რუსეთისადმი უარყოფითი, 1 რუსეთისადმი

ნეიტრალური და 1 სამეზობლოს მიმართ დადებითი. ბლოკი „სააკაშვილი – ნაციონალური მოძრაობა“ ბლოკი „სააკაშვილი – ნაციონალური მოძრაობის“ წინასაარჩევნო პროგრამა არ შეიცავს საგარეო პოლიტიკის არცერთ განაცხადს. პოლიტიკური გაერთიანება „ახალი მემარჯვენეები“

58

ახალი

მემარჯვენეები

გეოპოლიტიკური

აცხადებენ,

გარემო,

რომ

ქვეყანას

იმდროინდელი

„უნიკალურ

სტრატეგიული

შესაძლებლობას

და

სთავაზობს“



საქართველოს „განსაკუთრებული მდებარეობა“ ცენტრალურ ევრაზიაზე გავლენის მოხდენის საშუალებას ქმნის. მემარჯვენეები ემხრობიან ნატოში გაწევრიანებას, მეზობელ ქვეყნებთან მჭიდრო კავშირების დამყარებას და „აშშ–სთან სტრატეგიული, ორმხრივი ურთიერთობების“ გაძლიერებას. ახალი მემარჯვენეები ცალკე ქვეთავს უთმობენ ჩრდილო-ატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანებას, ერთადერთ

რომელსაც

რეალურ

„ეროვნული

გზად“

და

უსაფრთხოების

„საგარეო

სრული

პოლიტიკის

უზრუნველყოფის

ერთ–ერთ

უმთავრეს

პრიორიტეტად“ მიიჩნევენ. პროგრამა განმარტავს, რომ ალიანსი არა მხოლოდ ერთიან დემოკრატიულ ღირებულებებს ეფუძნება არამედ „ნებისმიერ წევრ ქვეყანაზე თავდასხმას მიიჩნევს სხვა წევრ ქვეყნებზე თავდასხმად“. მემარჯვენეები აცხადებენ, რომ ნატოში გაწევრიანება შეუძლებელია დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობაში ყოფნის პირობებში.

ამიტომ,

მემარჯვენეები

ემხრობიან

თანამეგობრობის

დატოვებას

და

აცხადებენ, რომ ეს ავტომატურად გულისხმობს, სამშვიდობო ძალების აფხაზეთიდან გაყვანასაც. მემარჯვენეები ასევე აცხადებენ, რომ აუცილებელია საბჭოთა ოკუპაციის ბოლო გადმონაშთების – რუსეთის სამხედრო ბაზების საქართველოს ტერიტორიიდან გასვლა. მემარჯვენეები აღნიშნავენ, რომ ნატოში ინტეგრაციას სამხედრო ასპექტებს თან უნდა ახლდეს საქართველოს დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარება. ცალკე თავი ეთმობა მეზობელ ქვეყნებთან ურთიერთობასაც. პარტია მიიჩნევს, რომ მეზობელ

ქვეყნებთან

მჭიდრო

ურთიერთობები

სახელმწიფოს

უსაფრთხოების

„უზრუნველყოფის ერთ–ერთი უმნიშვნელოვანესი ნაწილია“. პროგრამის თანახმად, ურთიერთობებია გასაღრმავებელი ნატოს წევრ შავი ზღვის ქვეყნებთან, უკრაინასთან და ისრაელთან, ხოლო რუსეთთან ურთიერთობის მოწესრიგება „თანასწორობის და ურთიერთპატივისცემის პრინციპების შესაბამისად“ უნდა მოხდეს. ახალი მემარჯვენეების

მიხევდით,

სუუამ–ი

პოლიტიკურ,

ეკონომიკურ

და

სამხედრო

რეგიონულ ორგანიზაციად უნდა გარდაიქმნას. საგადასახადო და საბაჟო ჰარმონიზაციის მეშვეობით უნდა გაღრმავდეს ორმხრივი და რეგიონული თანამშრომლობა სამხრეთ კავკასიის სამ ქვეყანას შორის. საქართველომ შუამავლის როლი უნდა იკისროს აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის არსებულ კონფლიქტში და რეგიონში დემოკრატიული პროცესების მხარდამჭერი გახდეს. მემარჯვენეები

ასევე

აცხადებენ,

რომ

აშშ–სთან

მჭიდრო,

მეგობრული

დდა

ურთიერთსასარგებლო სტრატეგიული თანამშრომლობა უნდა გაძლიერდეს. მემარჯვენეების მიერ გაკეთებული 31 განაცხადიდან ყველაზე მეტი – 13 სამეზობლოს მიმართ დადებითია, 10 დასავლეთის მიმართ დადებითი, 4 რუსეთისადმი უარყოფითი, 2 ზოგადია ან არ შესაბამება არცერთ კატეგორიას, 1 საერთაშორისო გახსნილობის მიმართ დადებითი და 1 რუსეთისადმი ნეიტრალური. საარჩევნო ბლოკი „ახალი საქართველოსთვის“

59

ბლოკი აცხადებს, რომ საქართველოს ინტეგრაცია ევროატლანტიკურ სივრცეში პირველ რიგში გადასაწყვეტი საკითხია. რაც შეეხება საგარეო პოლიტიკური კურსის სხვა პრიორიტეტებს,

აქ

ურთიერთპატივისცემისა

გამოარჩევენ და

რუსეთთან

კეთილმეზობლობის“

„თანასწორუფლებიანი, პრინციპებზე

აგებული

ურთიერთობების დამყარებას, რეგიონულ, ეკონომიკურ და უსაფრთხოების სისტემაში აქტიურ მონაწილეობას, საერთაშორისო ორგანიზაციებთან და მსოფლიოს წამყვან ქვეყნებთან

თანამშრომლობას,

ურთიერთობების პროექტების,

გაღრმავებას

სამხრეთ და

კავკასიის

სტრატეგიული

ბაქო–თბილისი–ჯეიჰანის

რეგიონში

მნიშვნელობის

ნავთობსადენისა

და

პარტნიორული საერთაშორისო

გაზსადენის,

დიდი

აბრეშუმის გზის და ტრანსკავკასიური სატელეკომუნიკაციო ქსელის განხორციელებას. ბლოკის მიერ გაკეთებული 12 განაცხადიდან, 6 დადებითია სამეზობლოს მიმართ, 4 დადებითია დასავლეთის მიმართ, 1 რუსეთისადმი ნეიტრალურია და 1 საერთაშორისო გახსნილობისადმი დადებითი.

60

2004 წლის 28 მარტის (ხელახალი) საპარლამენტო არჩევნები არჩევნებში მონაწილეობის მიღების უფლება ჰქონდა იმ პარტიასა და პოლიტიკურ გაერთიანებას, რომელიც წარმოადგენდა 50 ათასი მხარდამჭერის ხელმოწერას, ან რომელსაც ჰყავდა წარმომადგენელი საქართველოს პარლამენტში. არჩევნები ჩატარდა მხოლოდ პროპორციული საარჩევნო სისტემით (ერთიანი პარტიული სიით). არჩევნებში მონაწილეობდა 17 პარტია და 7%-იანი ბარიერი გადალახა: 1.

ნაციონალური მოძრაობა - დემოკრატები 66.24%/992 275 ხმა (135 მანდატი)

2.

მემარჯვენე ოპოზიცია - მრეწველები, ახლები 7.56%/113 313 ხმა (15 მანდატი)

ამომრჩეველთა რაოდენობა იყო 2 343 087 არჩევნებში მონაწილეობამიიღო 1 498 012 ცესკო-ს თავმჯდომარე ზურაბ ჭიაბერაშვილი

წყარო: ცენტრალური საარჩევნო კომისია

61

რაოდენობრივი მონაცემები - 2004 საპარლამენტო პარტიების საარჩევნო პროგრამებში საგარეო პოლიტიკურ წინადადებათა ხვედრითი წილი 8.63%. პარტიათაგან რაოდენობრივად უფრო მეტი – 53 წინადადება – დაუთმო ნაციონალური მოძრაობა - დემოკრატებმა, ხოლო მემარჯვენე ოპოზიციამ 32.

ცხრილი I - წინადადებები 60 50 40 30 20 10 0 ნაც. მოძრ.

მემარჯ. ოპოზ.

რაც შეეხება მთლიან დოკუმენტში საგარეო პოლიტიკურ წინადადებათა ხვედრით წილს, აქ კვლავ ნაციონალური მოძრაობა - დემოკრატები ლიდერობს 11.62%-ით. ამ სეგმენტში, მემარჯვენე ოპოზიციის მაჩვენებელია 6.06%.

ცხრილი II - წინადადებების % 14 12 10 8 6 4 2 0 ნაც. მოძრ.

მემარჯ. ოპოზ.

62

2004 წელს პარტიების მიერ გაკეთებული 107 განაცხადიდან 50 დასავლეთის მიმართ დადებითია, 18 სამეზობლოს მიმართ დადებითია, 14 ზოგადია ან არ შეესებამება არცერთ კატეგორიას,

13

საერთაშორისო

გახსნილობისადმი

დადებითი,

5

რუსეთისადმი

დადებითი, 5 რუსეთისადმი უარყოფითი და 2 რუსეთისადმი უარყოფითი.

ცხრილი III - განაცხადები სულ 60 50 40 30 20 10 0

რაც შეეხება ცალკეული პარტიების მიერ გაკეთებული განაცხადების კუთვნილებას ამა თუ იმ კატეგორიის მიმართ, შედეგები ასახულია მოცემულ ცხრილში:

ცხრილი IV - განაცხადების კატეგორიები პარტიების მიხედვით 45 40 35 30 25 20 15 10 5 0

ნაც. მოძრ.

მემარჯ. ოპოზ.

63

პარტიათა პროგრამების შეჯამება - 2004

ნაციონალური მოძრაობა – დემოკრატები ნაციონალური მოძრაობა - დემოკრატების საარჩევნო პროგრამა „ერთიანი და ძლიერი საქართველოსთვის“, მთავრობის უპირველეს მიზნად საქართველოს თანამედროვე ევროპულ ქვეყნად ჩამოყალიბებას მიიჩნევს და ამას არაერთხელ აღნიშნავს. პარტია განმარტავს,

რომ აუცილებელია საქართველოს სრული ინტეგრაცია ევროპულ და

ევროატლანტიკურ სივრცეში და ამით „ევროპულ ოჯახში“ დაბრუნება. ნაციონალური მოძრაობა - დემოკრატები „ევროპის დიდ ოჯახში საქართველოს სრულფასოვანი

წევრობის“

მისაღწევად,

საჭიროდ

მიიჩნევს,

ევროპის

საბჭოს

ადგილობრივი თვითმმართველობის ქარტიის რატიფიცირებას. ამასთანავე, ევროპულ და სხვა

საერთაშორისო

შეიმუშავოს

და

სტრუქტურებთან

განახორციელოს

ინტეგრაციის

გლობალურ

მიზნით,

პარტია

გარემოსდაცვით

ემხრობა

პოლიტიკასთან

თანხვედრილი სახელმწიფო პოლიტიკა, მოახდინოს ინფრასტრუქტურის განვითარების პოლიტიკის საკანონმდებლო ბაზის და სტანდარტების ჰარმონიზაცია ევროპულ რეგულაციებთან, კანონის უზენაესობისა და სამედიცინო მომსახურების ხარისხის უზრუნველყოფის კუთხით, მოახდინოს საქართველოს კანონმდებლობის ჰარმონიზაცია ევროპის საბჭოსა და ევროპის კავშირის მოთხოვნებთან. ამავდროულად,

„ცივილიზებული

ევროპის

დიდი

ოჯახის

ღირსეული

და

სრულუფლებიანი“ წევრობის მისაღწევად პარტია აუცილებლად მიიჩნევს, ევროპის კავშირთან პარტნიორობისა და თანამშრომლობის შესახებ ხელშეკრულების ეფექტურ იმპლემენტაციას,

ევროპის

კავშირთან

სავაჭრო-ეკონომიკური

ურთიერთობების

განვითარებას და ევროპულ ინიციატივებში აქტიურ მონაწილეობას. კულტურის სფეროში, პარტია აპირებს საერთაშორისო კონტაქტების ხელშეწყობას და საერთაშორისო ორგანიზაციებთან და ფონდებთან თანამშრომლობას. ნაციონალური მოძრაობა - დემოკრატები გლობალური უსაფრთხოების განმტკიცების პროცესებში

მონაწილეობას

საქართველოს

უსაფრთხოების

პოლიტიკის

ერთ-ერთ

ძირითად მიზნად მიიჩნევს. პროგრამის მიხედვით, გააქტიურდება სამშვიდობო, ანტიტერორისტულ

და

სტაბილიზაციის

ოპერაციებში

ქვეყნის

მონაწილეობა.

ამავდროულად, გაღრმავდება ურთიერთობები პარტნიორ ქვეყნებთან (აშშ, თურქეთი, დიდი ბრიტანეთი, გერმანია, საბერძნეთი და სხვა) და საერთაშორისო ორგანიზაციებთან შეიარაღებული ძალების მართვის მექანიზმების დახვეწის და ბრძოლისუნარიანობის ამაღლების მიზნით. პარტია ემხრობა ნატოსთან ინდივიდუალური პარტნიორობის სამოქმედო გეგმის საბოლოოდ ჩამოყალიბებას და ნატოს საჰაერო ვითარების მონაცემთა ურთიერთგაცვლის სისტემაში ჩართვას. ნაციონალური მოძრაობა - დემოკრატები საჭიროდ მიიჩნევს,

64

როგორც შავი ზღვის ქვეყნების სამხედრო თანამშრომლობის სხვადასხვა ორგანიზაციებსა და

პროგრამებში,

ისე

სამხრეთ-აღმოსავლეთ

ევროპის

ფარგლებში

მიმდინარე

მრავალმხრივ სამხედრო თანამშრომლობის პროგრამებში ჩართვას. პროგრამის მიხედვით, „განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა უსაფრთხოებისა და სამხედრო თანამშრომლობის საკითხებს მეზობელ ქვეყნებთან (აზერბაიჯანი, სომხეთი) და გაღრმავდება ურთიერთობები უკრაინასთან და რუსეთთან, თავდაცვის სფეროში სხვადასხვა მიმართულებით“. ევროპულ და ევროატრალნტიკური ინტეგრაციის გზაზე, პარტია საჭიროდ მიიჩნევს დაარწმუნოს პარტნიორები, რომ საქართველო იქნება არა მხოლოდ ერთიანი ევროპული უსაფრთხოების სისტემის „მომხმარებელი“, არამედ მის მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს მასში. პარტია დასძენს, რომ ქვეყნის ნატოში ინტეგრაცია არცერთი ქვეყნის წინააღმდეგ არ არის

მიმართული

და

საქართველოსთვის

მნიშვნელოვანია

საიმედო

და

კეთილმეზობლური ურთიერთობები ყველა მოსაზღვრე ქვეყანასთან. ნაციონალური

მოძრაობა

-

დემოკრატები

ამერიკის

შეერთებულ

შტატებთან

პარტნიორობას საქართველოს უსაფრთხოებისა და საგარეო პოლიტიკის უმთავრეს პრიორირეტად ასახელებს და აცხადებს, რომ მასთან ურთიერთობა „თვისობრივად ახალ დონეზე“ უნდა ავიდეს. პროგრამაში, განსაკუთრებული ადგილი ეთმობა რუსეთთან ურთიერთობის საკითხსაც. აქ, პარტია ერთი მხრივ აცხადებს, რომ რუსეთთან კეთილმეზობლური ურთიერთობები საქართველოს უმთავრესი პრიორიტეტია, რომ უაღრესად მნიშვნელოვანია მასთან ნდობისა და ურთიერთგაგების გაღრმავება და რომ, საქართველო ყოველმხრივ ეცდება რუსეთის სამხრეთი საზღვრების უსაფრთხოების დაცვას, ხოლო მეორე მხრივ, აღნიშნავს რომ აუცილებელია რუსეთის სამხედრო ბაზებმა დატოვონ საქართველოს ტერიტორია. პროგრამის დასასრულს, პარტია აღნიშნავს, რომ ქვეყნის ევროპული ორიენტაცია, „სულაც არ ნიშნავს, რომ ჩვენ გადაულახავი ჯებირების აგებას ვაპირებთ, რომელიმე სხვა მიმართულებით ურთიერთობათა განვითარებისათვის. პირიქით, საქართველო, როგორც ერთიანი ევროპული ოჯახის წევრი, უფრო საინტერესო და მიმზიდველი პარტნიორი იქნება მისი ტრადიციული და ახალი მეგობარი ქვეყნებისათვის“. პროგრამა ასევე მიმოიხილავს საგარეო საქმეთა სამინისტროს რეფორმის საკითხს და ყურადღებას ამახვილებს სტრუქტურული ცვლილებების აუცლებლობაზე, მათ შორის პერსონალის რიცხოვნობის ოპტიმიზაცია, როტაციის მექანიზმის ეფექტიანობის გაზრდა, სამსახურის ხანგრძლივობის შემცირება და ა. შ. ნაციონალური მოძრაობა - დემოკრატების მიერ გაკეთებული 68 განაცხადიდან 40 დასავლეთის მიმართ დადებითია, 9 ზოგადია ან არ შეესაბამება არცერთ კატეგორიას, 7 საერთაშორისო

გახსნილობისადმი

დადებითი,

5

რუსეთისადმი

დადებითი,

5

სამეზობლოსადმი დადებითი, 1 რუსეთისადმი უარყოფითი და 1 რუსეთისადმი ნეიტრალური.

65

მემარჯვენე ოპოზიცია–მრეწველები, ახლები

ორ არჩევნებს შორის დროის სიმცირის გამო. საარჩევნო ბლოკს ერთიანი პროგრამა არ შეუმუშავებია. შესაბამისად, აღნიშნულ ანგარიშში ასახულია საარჩევნო ბლოკის წევრების მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს და ახალი მემარჯვენეების 2003 წლის საპარლამენტო არჩევნების ინდივიდუალური საარჩევნო პროგრამები. ცხრილებში კი, გამოყენებულია ორი პარტიის განაცხადების და წინადადებების ჯამები. მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს პროგრამის თანახმად, პრობლემას წარმოადგენს საქართველოს ზრდადი საგარეო ვალი. მის გადასაჭრელად კი, საჭიროა ვალების წარმოშობის წყაროს დადგენა, კორექტირება და რესტრუქტურირება უცხოელ კრედიტორებთან მოლაპარაკების შედეგად. პოლიტიკური პარტია საგარეო პოლიტიკაზე საუბარს ზოგად საკითხებზე ყურადღების გამახვილებით აგრძელებს; 1999 წლის მსგავსად, პროგრამა აცხადებს, რომ საქართველო უნდა

ესწრაფვოდეს

კეთილგანწყობილი

და

მშვიდობიანი

ურთიერთობების

დამკვიდრებისკენ ყველა ქვეყანასთან. პარტია ემხრობა საქართველოს მონაწილეობას გლობალური პრობლემების გადაჭრაში და საერთაშორისო ურთიერთობების სფეროში მიღწეულ წარმატებათა განმტკიცებაში. პარტია ღიაა საერთაშორისო პოლიტიკურ და ეკონომიკურ ორგანიზაციებთან თანამშრომლობისთვისაც. პოლიტიკური პარტია მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს მიერ გაკეთებული 8 განაცხადიდან 5 საერთაშორისო გახსნილობის მიმართ დადებითია და 3 ზოგადია ან არ შეესაბამება არცერთ კატეგორიას. პოლიტიკური გაერთიანება „ახალი მემარჯვენეები“ ახალი მემარჯვენეები აცხადებენ, რომ იმდროინდელი სტრატეგიული და გეოპოლიტიკური გარემო ქვეყანას „უნიკალურ შესაძლებლობას სთავაზობს“ – საქართველოს „განსაკუთრებული მდებარეობა“ ცენტრალურ ევრაზიაზე გავლენის მოხდენის საშუალებას ქმნის. მემარჯვენეები ემხრობიან ნატოში გაწევრიანებას, მეზობელ ქვეყნებთან მჭიდრო კავშირების დამყარებას და „აშშ–სთან სტრატეგიული, ორმხრივი ურთიერთობების“ გაძლიერებას. ახალი მემარჯვენეები ცალკე ქვეთავს უთმობენ ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანებას, ერთადერთ

რომელსაც

რეალურ

„ეროვნული

გზად“

და

უსაფრთხოების

„საგარეო

სრული

პოლიტიკის

უზრუნველყოფის

ერთ–ერთ

უმთავრეს

პრიორიტეტად“ მიიჩნევენ. პროგრამა განმარტავს, რომ ალიანსი არა მხოლოდ ერთიან დემოკრატიულ ღირებულებებს ეფუძნება არამედ „ნებისმიერ წევრ ქვეყანაზე თავდასხმას მიიჩნევს სხვა წევრ ქვეყნებზე თავდასხმად“. მემარჯვენეები აცხადებენ, რომ ნატოში გაწევრიანება შეუძლებელია დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობაში ყოფნის პირობებში. ამიტომ, მემარჯვენეები ემხრობიან თანამეგობრობის დატოვებას და აცხადებენ, რომ ეს ავტომატურად გულისხმობს, სამშვიდობო ძალების აფხაზეთიდან გაყვანასაც. მემარჯვენეები ასევე აცხადებენ, რომ აუცილებელია საბჭოთა ოკუპაციის 66

ბოლო გადმონაშთების – რუსეთის სამხედრო ბაზების საქართველოს ტერიტორიიდან გასვლა. მემარჯვენეები აღნიშნავენ, რომ ნატოში ინტეგრაციას სამხედრო ასპექტებს თან უნდა ახლდეს საქართველოს დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარება. ცალკე თავი ეთმობა მეზობელ ქვეყნებთან ურთიერთობასაც. პარტია მიიჩნევს, რომ მეზობელ ქვეყნებთან მჭიდრო ურთიერთობები სახელმწიფოს უსაფრთხოების „უზრუნველყოფის ერთ–ერთი უმნიშვნელოვანესი ნაწილია“. პროგრამის თანახმად, ურთიერთობებია გასაღრმავებელი ნატოს წევრ შავი ზღვის ქვეყნებთან, უკრაინასთან და ისრაელთან,

ხოლო

რუსეთთან

ურთიერთპატივისცემის მემარჯვენეების

ურთიერთობის

პრინციპების

მიხევდით,

სუუამ–ი

მოწესრიგება

შესაბამისად“ პოლიტიკურ,

უნდა

„თანასწორობის მოხდეს.

ეკონომიკურ

და

და

ახალი

სამხედრო

რეგიონულ ორგანიზაციად უნდა გარდაიქმნას. საგადასახადო და საბაჟო ჰარმონიზაციის მეშვეობით, უნდა გაღრმავდეს ორმხრივი და რეგიონული თანამშრომლობა სამხრეთ კავკასიის სამ ქვეყანას შორის. საქართველომ შუამავლის როლი უნდა იკისროს აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის არსებულ კონფლიქტში და რეგიონში დემოკრატიული პროცესების მხარდამჭერი გახდეს. მემარჯვენეები

ასევე

აცხადებენ,

რომ

აშშ–სთან

მჭიდრო,

მეგობრული

დდა

ურთიერთსასარგებლო სტრატეგიული თანამშრომლობა უნდა გაძლიერდეს. მემარჯვენეების მიერ გაკეთებული 31 განაცხადიდან ყველაზე მეტი – 13 სამეზობლოს მიმართ დადებითია, 10 დასავლეთის მიმართ დადებითი, 4 რუსეთისადმი უარყოფითი, 2 ზოგადია ან არ შესაბამება არცერთ კატეგორიას, 1 საერთაშორისო გახსნილობის მიმართ დადებითი და 1 რუსეთისადმი ნეიტრალური.

67

2008 წლის 21 მაისის საპარლამენტო არჩევნები საქართველოს პარლამენტის შემადგენლობა 2003 წელს ჩატარებული რეფერენდუმის პასუხად განისაზღვრა 150 დეპუტატით. შესაბამისი ცვლილებები კონსტიტუციაში შეტანილი იქნა ჯერ 2005 წლის 23 თებერვალს, რომლის თანახმადაც საქართველოს პარლამენტში არჩეული უნდა ყოფილიყო 100 დეპუტატი პროპორციული და 50 დეპუტატი მაჟორიტარული სისტემით. აღნიშნული ნორმა მოქმედებდა 2008 წლის 12 მარტამდე. 2008 წლის მარტში საქართველოს კონსტიტუციაში შევიდა კიდევ ერთი ცვლილება, რომლის მიხედვითაც საქართველოს პარლამენტის წევრების მანდატები გადანაწილდა შემდეგნაირად: 75 დეპუტატი აირჩეოდა პროპორციული და 75 – მაჟორიტარული სისტემით, 75 ერთმანდატიანი ოლქიდან. პროპორციულ სისტემაზე საარჩევნო ბარიერმა 7%–დან დაიწია 5%–მდე, ამასთან მაჟორიტარულ არჩევნებში გამარჯვებისთვის საჭირო გახდა კენჭისყრის დღეს კანდიდატს მიეღო ამომრჩეველთა სულ მცირე 30%-იანი მხარდაჭერა. იმ შემთხვევაში თუ ვერც ერთი კანდიდატი ვერ დააგროვებდა ხმების საჭირო რაოდენობას, ორი კვირის ვადაში არჩევნების მე–2 ტური უნდა დანიშნულიყო. არჩევნებში მონაწილეობის მიღების უფლება ჰქონდა იმ პარტიასა და პოლიტიკურ გაერთიანებას, რომელიც წარმოადგენდა 30 ათასი მხარდამჭერის ხელმოწერას, ან რომელსაც ჰყავდა წარმომადგენელი საქართველოს პარლამეტში. არჩევნებში მონაწილეობდა 12 პარტია და 5%-იანი ბარიერი გადალახა: 1. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა–გამარჯვებული საქართველოსათვის’’ 59.18%/1 050 237 ხმა (48 მანდატი) 2. გაერთიანებული ოპოზიცია 17.73% 314 668 ხმა (15 მანდატი) 3. გიორგი თარგამაძე – ქრისტიან დემოკრატები 8.66% 153 634 ხმა (6 მანდატი) 4. შალვა ნათელაშვილი – საქართველოს ლეიბორისტული პარტია 7.44% 132 092 ხმა (6 მანდატი) მაჟორიტარული წესით გაიმარჯვა სამმა პარტიამ: 1. ნაციონალური მოძრაობა - 71 მანდატი 2. გაერთიანებული ოპოზიცია - 2 მანდატი 3. რესპუბლიკური პარტია - 2 მანდატი ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა 3 465 736 არჩევნებში მონაწილეობა მიიღო 1 850 407 ცესკო-ს თავმჯდომარე ლევან თარხნიშვილი

წყარო: ცენტრალური საარჩევნო კომისია

68

რაოდენობრივი მონაცემები - 2008 საპარლამენტო პარტიების საარჩევნო პროგრამებში საგარეო პოლიტიკურ წინადადებათა ხვედრითი

წილი

4.7%,

რაც

დანარჩენი

6

არჩევნების

ყველაზე

მეტი

საშუალო

მაჩვენებელს

ჩამოუვარდება. პარტიათაგან

რაოდენობრივად

რესპუბლიკურმა

პარტიამ,

რომელსაც

მოჰყვებიან



10

წინადადება

გაერთიანებული



დაუთმო

ოპოზიცია

4,

ლეიბორისტები 3, ქრისტიან–დემოკრატები და ერთიანი ნაციონალური მოძრაობა 2–2 წინადადებით.

ცხრილი I - წინადადებები 12 10 8 6 4 2 0 ქრისტ. დემოკ.

ლეიბ.

ნაც. მოძრ.

გაერ. ოპოზ.

რესპუბ.

რაც შეეხება მთლიან დოკუმენტში საგარეო პოლიტიკურ წინადადებათა ხვედრით წილს, აქ ყველაზე მეტი გაერთიანებულმა ოპოზიციამ დაუთმო

(14.81%). მას მოჰყვებიან

ლეიბორისტები (4.91%), ქრისტიან–დემოკრატები (4.08%), რესპუბლიკელები (4%) და ერთიანი ნაციონალური მოძრაობა (3.38).

ცხრილი II - წინადადებების % 16 14 12 10 8 6 4 2 0 ქრისტ. დემოკ.

ლეიბ.

ნაც. მოძრ.

გაერ. ოპოზ.

რესპუბ.

69

2008 წელს პარტიების მიერ გაკეთებული 32 განაცხადიდან 12 დასავლეთის მიმართ დადებითია, 6 დასავლეთისადმი უარყოფითი, 4 საერთაშორისო გახსნილობისადმი უარყოფითი,

3

საერთაშორისო

გახსნილობისადმი

დადებითი,

3

რუსეთისადმი

დადებითი, 3 რუსეთისადმი უარყოფითი, 1 რუსეთისადმი უარყოფითი და 1 ზოგადია ან არ შეესებამება არცერთ კატეგორიას.

ცხრილი III - განაცხადები სულ 14 12 10 8 6 4 2 0

რაც შეეხება პარტიების მიერ გაკეთებული განაცხადების კუთვნილებას ამა თუ იმ კატეგორიის მიმართ, შედეგები ასახულია მომდევნო გვერდზე.

70

ცხრილი IV - განაცხადების კატეგორიები პარტიების მიხედვით 8

7

6

5

4

3

2

1

0 დას. +

დას. –

საერთ. +

ქრისტ. დემოკ.

საერთ. –

ლეიბ.

რუს. +

რუს. –

ნაც. მოძრ.

რუს. ნეიტრ.

მეზობლ. +

გაერთ. ოპოზ.

მეზობლ. –

ნეიტრ.

სხვა

რესპუბ. 71

პარტიათა პროგრამების შეჯამება - 2008

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა–გამარჯვებული საქართველოსათვის’’ ერთიანი ნაციონალური მოძრაობა ზოგადი განაცხადებით შემოიფარგლება; პარტია აცხადებს, რომ საქართველო „გახდება ნატოს წევრი“ და „გაეროს ფარგლებში შემუშავდება რუსეთთან ურთიერთობის ახალი ფორმატი“. პარტიის

მიერ

გაკეთებული

3

განაცხადიდან

1

დასავლეთისადმი

დადებითია,

1

საერთაშორისო გახსნილობისადმი დადებითი და 1 რუსეთისადმი ნეიტრალური. გაერთიანებული ოპოზიცია გაერთიანებული

ოპოზიციის

„საგურამოს

მანიფესტი“

საკმაოდ

მკაცრია

რუსეთთან

მიმართებაში – დოკუმენტის მიხედვით საქართველოს ტერიტორია უნდა გათავისუფლდეს რუსეთის სამხედრო კონტინგენტისგან, მათ შორის „აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში განლაგებულ „სამშვიდობო ძალებისთვის“ მანდატის შეწყვეტით. საგურამოს მანიფესტის მიხედვით, საქართველომ უნდა დატოვოს დამოუკიდებელ სახელმწიფოთა კავშირი, შეასრულოს ნატოსთან თანამშრომლობის პროგრამის ფარგლებში ნაკისრი ვალდებულებები და დაიწყოს ევროპის კავშირის კანონმდებლობასთან ჰარმონიზაციის პროცესი. დოკუმენტი ამბობს, რომ საქართველოს საგარეო პოლიტიკის უმთავრესი პრიორიტეტი ტერიტორიული მთლიანობის მშვიდობიანი აღდგენა უნდა გახდეს. პროგრამის თანახმად, პრიორიტეტი იქნება მოსაზღვრე სახელმწიფოებთან კეთილმეზობლური და ურთიერთხელსაყრელი პოლიტიკურ–ეკონომიკური ურთიერთობების დამყარება. პარტიის მიერ გაკეთებული 7 განაცხადიდან 3 რუსეთისადმი უარყოფითია, 2 დასავლეთისადმი დადებითი, 1 სამეზობლოსადმი დადებითი და 1 ზოგადია ან არ შეესაბამება არცერთ კატეგორიას. გიორგი თარგამაძე – ქრისტიან დემოკრატები ქრისტიან–დემოკრატიული პარტია ღიაა ნატოში, ევროპის კავშირში და სხვა პოლიტიკურ, ეკონომიკურ თუ სამხედრო ორგანიზაციაში გაწევრიანებისთვის მაგრამ დასძენს, რომ გაწევრიანება ქვეყნისთვის თვითმიზანს არ უნდა წარმოადგენდეს: ის საქართველოს უსაფრთხოების

უზრუნველყოფაში,

კონფლიქტების

მოგვარებაში,

დემოკრატიის

გაძლიერებასა და ეკონომიკურ აღმავლობაში უნდა დაეხმაროს. პარტიის მიერ გაკეთებული 2 განაცხადიდან 2 დასავლეთის მიმართ დადებითია და 1 საერთაშორისო გახსნილობისადმი დადებითი. შალვა ნათელაშვილი – საქართველოს ლეიბორისტული პარტია 72

ლეიბორისტული პარტია აცხადებს, რომ ის ერთის მხრივ მხარს უჭერს ნატოსთან და ევროპის კავშირთან ინტეგრაციის პროცესს, ხოლო მეორე მხრივ მიესალმება რუსეთთან „ეკონომიკური, სატრანსპორტო და სხვა კავშირების“ აღდგენას. პარტია ასევე აცხადებს, რომ რუსეთთან „გამარტივდება სავიზო რეჟიმი“. პარტიის მიერ გაკეთებული 5

განაცხადიდან 3 რუსეთისადმი დადებითია და 2

დასავლეთისადმი დადებითი. რესპუბლიკური პარტია რესპუბლიკური პარტია პროგრამას საერთაშორისო საზოგადოებისადმი კრიტიკით იწყებს და აცხადებს, რომ დასავლეთის ქვეყნები, საერთაშორისო ორგანიზაციები და ამერიკის შეერთებული

შტატების

მხარდაჭერას“ უწევდნენ

ადმინისტრაცია

„ყოვლად

გაუმართლებელ

და

უპრინციპო

მოქმედ ხელისუფლებას. პარტია დასძენს, რომ საერთაშორისო

საზოგადოება მხოლოდ მოქმედ ხელისფულებას მიიჩნევდა ჭეშმარიტად პროდასავლურ და დემოკრატიულ ძალად საქართველოში და „დიდხანს ჯიუტად არ იმჩნევდა სააკაშვილის მმართველობის

ავტორიტარულ

მეთოდებს“.

რესპუბლიკური

პარტია

ასევე

კიცხავს

საერთაშორისო დამკვირვებლებს, რომელთა „უმრავლესობა წინასწარ იყო განწყობილი ხელისუფლების გამარჯვების მხარდასაჭერად“. საგულისხმოა აღინიშნოს, რომ რესპუბლიკური

პარტია

აქვე

აღნიშნავს,

რომ

საპარლამენტო

არჩევნების

დროს

საერთაშორისო დამკვირვებლების პოზიცია გაცილებით მკაცრი და ობიექტური იქნება. პროგრამის შემდგომ განცხადებებში, რესპუბლიკური პარტია აცხადებს, რომ საქართველო მათთვის ევროპული ქვეყანა უნდა იყოს, როგორც საგარეო პოლიტიკაში დასავლური კურსის აღებით, ისე შიდა პოლიტიკაში ევროპული პოლიტიკური და სოციალურ–ეკონომიკური პრინციპების გატარებით. რესპუბლიკური პარტია მიიჩნევს, რომ საჭიროა საქართველოს კანონმდებლობის ჰარმონიზება და შესატყვისობა ევროპის კავშირის სტანდარტებთან. რესპუბლიკური პარტიისთვის სასურველია „დაჩქარებული ინტეგრაცია ევროსივრცეში ეროვნული ტრადიციებისა და თვითმყოფადობის საფუძველზე“. რესპუბლიკური პარტიის მიერ გაკეთებული 18 განაცხადიდან, 7 დასავლეთისადმი დადებითია, 6 დასავლეთისადმი

უარყოფითი, 4

საერთაშორისო გახსნილობისადმი

უარყოფითი და 1 საერთაშორისო გახსნილობისადმი დადებითი.

73

2012 წლის 2 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები ამ არჩევნებზე, საქართველოს პარლამენტი დაკომპლექტდა პროპორციული სისტემით არჩეული 77 და მაჟორიტარული სისტემით არჩეული 73 პარლამენტის წევრისაგან. ოკუპაციის გამო, არჩევნები აღარ ჩატარებულა ახალგორის და ლიახვის ხეობის საარჩევნო ოლქებში. არჩევნებში მონაწილეობდა 16 პოლიტიკური სუბიექტი. პროპორციული წესით მანდატები მოიპოვეს შემდეგმა სუბიექტებმა: 1. „ბიძინა ივანიშვილი - ქართული ოცნება“ 54.97%/1 181 862 ხმა (44 მანდატი) 2. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა–მეტი სარგებელი ხალხს’’ 40.39%/867 432 ხმა (33 მანდატი)

მაჟორიტარული წესით გაიმარჯვა სამმა პარტიამ: 1. „ბიძინა ივანიშვილი - ქართული ოცნება“ 41 მანდატი 2. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა–მეტი სარგებელი ხალხს’’ 32 მანდატი ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა 3 613 851 არჩევნებში მონაწილეობა მიიღო 2 215 661

ცესკო-ს თავმჯდომარე ზურაბ ხარატიშვილი

წყარო: ცენტრალური საარჩევნო კომისია

74

რაოდენობრივი მონაცემები - 2012 საპარლამენტო პარტიების საარჩევნო პროგრამებში საგარეო პოლიტიკურ წინადადებათა ხვედრითი წილი 7.83%. პარტიათაგან რაოდენობრივად უფრო მეტი – 99 წინადადება – კოალიცია ქართულმა ოცნებამ, ხოლო ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ 31.

ცხრილი I - წინადადებები 120 100 80 60 40 20 0 ქართ. ოცნება

ნაც. მოძრ.

რაც შეეხება მთლიან დოკუმენტში საგარეო პოლიტიკურ საკითხთა ხვედრით წილს, აქ ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ უფრო მეტი დაუთმო (23.13%) ვიდრე კოალიცია ქართულმა ოცნებამ (6.48%).

ცხრილი II - წინადადებების % 25 20 15 10 5 0 ქართ. ოცნება

ნაც. მოძრ.

2012 წელს პარტიების მიერ გაკეთებული 196 განაცხადიდან 72 დასავლეთის მიმართ დადებითია, 32 რუსეთისადმი უარყოფითი, 30 საერთაშორისო გახსნილობისადმი დადებითი, 24 სამეზობლოს მიმართ დადებითია, 22 ზოგადია ან არ შეესებამება არცერთ 75

კატეგორიას,

11

რუსეთისადმი

ნეიტრალური,

2

საერთაშორისო

გახსნილობისადმი

უარყოფითი, 2 რუსეთისადმი დადებითი და 1 ნეიტრალიტეტის/დაბალანსებული საგარეო პოლიტიკის მომხრე.

ცხრილი III - განაცხადები სულ 80 70 60 50 40 30 20 10 0

რაც შეეხება ცალკეული პარტიების მიერ გაკეთებული განაცხადების კუთვნილებას ამა თუ იმ კატეგორიის მიმართ, შედეგები ასახულია მოცემულ ცხრილში:

ცხრილი IV - განაცხადების კატეგორიები პარტიების მიხედვით 40 35 30 25 20 15

ქართ. ოცნება

10

ნაც. მოძრ.

5 0

76

პარტიათა პროგრამების შეჯამება - 2012

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების პროგრამა ორი ნაწილისგან შედგება – შესავალი ნაწილი და საქართველოს სამთავრობო პროგრამა „მეტი სარგებელი ხალხს“ 2012–2016. პროგრამის შესავლის უდიდესი ნაწილი საგარეო პოლიტიკაზე საუბარს ეთმობა. პარტია დასაწყისშივე აცხადებს, რომ საქართველო დასავლური ფასეულობების მატარებელი სახელმწიფოა და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაცია საგარეო პოლიტიკის ერთ– ერთი

უმთავრესი

თანამშრომლობის

პრიორიტეტია. ისეთ

პარტია

ფორმატებზე,

ყურადღებას

როგორებიცაა

ამახვილებს

ნატოსთან

ნატო–საქართველოს

კომისია,

ყოველწლიური სამოქმედო გეგმა, ერთობლივი სამხედრო წვრთნები და სამშვიდობო ოპერაციებში მონაწილეობა. რაც შეეხება ევროპის კავშირს, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა ხაზს უსვამს, აღმოსავლეთ პარტნიორობის

პროგრამის

ფარგლებში

მიღწეულ

წარმატებას,

ასოცირების

ხელშეკრულებაზე, ღრმა და ყოვლისმომცველი ვაჭრობის მოლაპარაკებაზე და ვიზების გამარტივების პროცესზე გაწეულ მუშაობას. ამასთანავე, ნაციონალური მოძრაობა სურვილს გამოთქვამს დაიწყოს დიალოგი უვიზო მიმოსვლის შესახებ. ერთიანი ნაცონალური მოძრაობა ამერიკის შეერთებულ შტატებს სტრატეგიულ პარტნიორს უწოდებს და აცხადებს, რომ მასთან თანამშრომლობა საგარეო პოლიტიკის ერთ–ერთი უმთავრესი მიმართულება უნდა გახდეს. ერთიანი

ნაციონალური

მოძრაობა

რეგიონული

თანამშრომლობის

გაღრმავების

საჭიროებასაც ეხება და აცხადებს, რომ პარტია განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს შავი ზღვის რეგიონში პარტნიორობის განვითარებას. პროგრამის თანახმად, საქართველომ აქტიური

მონაწილეობა

უნდა

მიიღოს

ყველა

რეგიონულ

ფორმატში,

რომელიც

თანასწორუფლებიანობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემის პრინციპებს ეფუძნება. პროგრამის თანახმად, საქართველოს 20% ოკუპირებულია რუსეთის ფედერაციის მიერ, რომლის

ინტერესიც

საქართველოს

გავლენის

სფეროში

მოქცევა

და

მისი

ევრო–

ატლანტიკური ინტეგრაციის შეჩერება წარმოადგენს. პარტია დასძენს, რომ რუსეთის ფედერაციამ ეთნიკური წმენდა განახორციელა და ათასობით მოქალაქე გამოდევნა საკუთარი სახლებიდან.

77

პარტია ვრცლად მიმოიხილავს, საერთაშორისო საზოგადოების მხარდაჭერის საკითხს ქვეყნის

დეოკუპაციის

მისაღწევად.

პროგრამის

თანახმად,

უნდა

შენარჩუნდეს

საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკა და რუსეთის ფედერაციასთან გაგრძელდეს „პრინციპული, შედეგზე ორიენტირებული დიალოგი საქართველოს ოკუპირებული რეგიონების დეოკუპაციის მიზნით“. პარტიის სურვილია, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის საქართველოს მთელ ტერიტორიაზე განხორციელება, რაც პროგრამის თანახმად, „ხელს შეუწყობს ოკუპირებულ ტერიტორიებზე

უსაფრთხოებისა

და სტაბილურობისკენ

ნაბიჯების

გადადგმას“

და

„იძულებით გადაადგილებულ პირთა ღირსეული და უსაფრთხო დაბრუნების დაჩქარებას“. ამასთანავე,

პროგრამის

მიხედვით,

აუცილებელია

„ოკუპირებულ

ტერიტორიებზე

მიუკერძოებელი და მრავალმხრივი საერთაშორისო მექანიზმების შემუშავება და ამოქმედება, რომელთა

საშუალებით

გამოირიცხება

რუსეთის

მხრიდან

განმეორებითი

აგრესიის

შესაძლებლობა“. ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თანახმად, ევროპის კავშირსა და ნატოში წევრობა უზრუნველყოფს არა მხოლოდ საქართველოს უსაფრთხო და გრძელვადიან განვითარებას, არამედ ხელს შეუწყობს კავკასიაში მშვიდობასა და სტაბილურობას. რაც შეეხება საქართველოს სამთავრობო პროგრამას „მეტი სარგებელი ხალხს“ 2012–2016, აქ საგარეო პოლიტიკურ განაცხადთა რაოდენობა მწირია. პარტია იმეორებს, რომ მისი საგარეო პოლიტიკური ამოცანაა ნატოში გაწევრიანება, ევროკავშირში ინტეგრაცია და ამერიკის შეერთებულ შტატებთან სტრატეგიული პარტნიორობა. ნაციონალური მოძრაობის მიერ გაკეთებული განაცხადებიდან ყველაზე მეტი – 34 – დასავლეთის მიმართ არის დადებითი, 6 მეზობელი ქვეყნების მიმართ დადებითი, 5 რუსეთისადმი უარყოფითი, 2 საერთაშორისო გახსნილობის მიმართ დადებითი და 1 ზოგადია ან არ შეესაბამება არცერთ კატეგორიას.

კოალიცია ქართული ოცნება კოალიცია ქართული ოცნება ვრცლად საუბრობს ქვეყნის საგარეო პოლიტიკის შესახებ. პროგრამის თანახმად, ხელისუფლების პრიორიტეტი ევროატლანტიკური ინტეგრაცია, რეგიონული მასშტაბის ეკონომიკურ და სამშვიდობო პროცესებში მონაწილეობა და საერთაშორისო

თანამეგობრობის

მხარდაჭერით

რუსეთთან

მოლაპარაკებების

გზით

კონკრეტული შედეგების მიღწევაა. კოალიცია საკმაოდ დიდ დროს უთმობს საერთაშორისო ურთიერთობების თანამედროვე ტენდენციებზე ევროკავშირისა

საუბარს. პროგრამის თანახმად, უსაფრთხოების სფეროში აშშ–ს, და რუსეთის თანამშრომლობის განვითარების პერსპექტივას

წინააღმდეგობები ახასიათებს და მათ შორისაა „კავკასიისა და კერძოდ საქართველოსთან 78

დაკავშირებული

საკითხები“.

კოალიცია

ასევე

აცხადებს,

რომ

„საერთაშორისო

თანამეგობრობის, მათ შორის, აშშ-ის მიერ საქართველო განიხილება რუსეთ-დასავლეთის ურთიერთობათა პრობლემურ, ნეგატიური მუხტის მატარებელ კომპონენტად.“ მოგვიანებით, კოალიცია აცხადებს, რომ საქართველო საერთაშორისო თანამეგობრობისათვის საიმედო და პროგნოზირებად პარტნიორად უნდა იქცეს და აღნიშნავს, რომ „მისი პოლიტიკა არ

იქნება

მიმართული

მსოფლიო

და

რეგიონალური

მასშტაბით

მიმდინარე

დაპირისპირებების პროცესში სტრატეგიული მოთამაშის როლის შესრულებისაკენ“. კოალიცია, არაერთხელ აკრიტიკებს მმართველი პარტიის საგარეო პოლიტიკურ ნაბიჯებს და აცხადებს, რომ საგარეო პოლიტიკა „სახელისუფლებო პროპაგანდის დანამატად“ იქცა და რომ “საქართველომ დაკარგა „დასავლეთის საიმედო, პროგნოზირებადი პოლიტიკის მქონე პარტნიორის რეპუტაცია“ და ევროპის კავშირთან „ინტეგრაციის ტემპი“. დოკუმენტის მიხედვით, საქართველოს ხელისუფლებამ უგულებელჰყო საერთაშორისო დიპლომატიური მექანიზმები, არ გაითვალიწინა საფრთხეები და „თავისი საგარეო პოლიტიკა რუსეთთან პერმანენტული დაპირისპირების რიტორიკაზე ააგო“. კოალიცია აქვე ეხება დასავლეთის მხრიდან დახმარების საკითხსაც და აცხადებს, რომ დასავლეთმა ვერ გაწია „იმ დონის ეფექტიანი დახმარება, რომელიც საქართველოს რუსეთის აგრესიისგან დაიცავდა“. მოგვიანებით, კოალიცია აცხადებს, რომ საქართველოში არსებული კონფლიქტების „მოგვარების პროცესების განვითარება არ დგას დასავლეთის ქვეყნების პოლიტიკური დღის წესრიგის პრიორიტეტულ საკითხთა ჩამონათვალში“. ამასთანავე, კოალიცია აღნიშნავს, რომ „საქართველოს ფაქტორი აღარ უნდა არსებობდეს დასავლეთსა და რუსეთს შორის წინააღმდეგობრივ საკითხთა ნუსხაში“. ქართული ოცნება აკრიტიკებს საგარეო ურთიერთობათა სფეროში გადაწყვეტილებების მიღების არსებულ პრაქტიკას და განმარტავს, რომ გადაწყვეტილებები „საზოგადოებრივი განხილვით მიღწეული კონსენსუსის შედეგად კი არა, არამედ სპონტანურად, ვიწრო სახელისუფლებო ჯგუფის ან სულაც ქვეყნის ლიდერის ერთპიროვნული შეხედულების საფუძველზე მიიღება“. ამის საპირისპიროდ, კოალიცია ქართული ოცნება აცხადებს, რომ მას აქვს „საგარეო ურთიერთობების განვითარების მწყობრი სტრატეგია“, რომელიც არსებული ვითარების

რეალისტურად

შეფასებისა

და

პრაგმატულობის

პრინციპებს

ეყრდნობა.

კოალიცია აქვე მიუთითებს, რომ გადაწყვეტილებები საგარეო პოლიტიკური კურსის შესახებ საქართველოს შიდა ინტერესებიდან გამომდინარე უნდა მიიღებოდეს. მაგალითად კი, ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია მოჰყავს – დოკუმენტის თანახმად, ამ ორზე გაკეთებული არჩევანი „ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველყოფისა და ხელსაყრელი გეოპოლიტიკური მდებარეობის ეფექტიანად გამოყენების მიზანს“ ეფუძნება. ამასთანავე, კოალიცია მიიჩნევს, რომ ქვეყნის წინაშე მდგარი ამოცანების გადასაჭრელად, საქართველო სრულად გამოიყენებს პროფესიონალ დიპლომატთა ყველა თაობის საუკეთესო წარმომადგენლებს, აკადემიურ და საექსპერტო რესურსებს, შეიქმნება კვალიფიციური დიპლომატიური კორპუსის მომზადების სისტემაც. 79

პროგრამის თანახმად, რუსეთმა მოახდინა საქართველოს რეგიონების ოკუპაცია და ისინი დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარა. კოალიცია აქვე დასძენს, რომ „საქართველო– რუსეთის ურთიერთობა პოლიტიკური კონიუქტურის მძევლად იქცა“ და განმარტავს, რომ „რუსულ საფრთხესთან ბრძოლა“ საზოგადოებაში არსებულ მწვავე შეკითხვებზე ხელისუფლების ერთადერთ პასუხად იქცა. პროგრამაში აქცენტი კეთდება საქართველოს საერთაშორისო როლზეც. დოკუმენტის თანახმად, „საერთაშორისო ძალისხმევაში მონაწილეობა, კერძოდ, სამხედრო ოპერაციებში წვლილის შეტანა უნდა განიხილებოდეს როგორც ეროვნული ინტერესების დაცვის ერთერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი და არა ნაცვალგებითი შენატანი

პოლიტიკური

მხარდაჭერის მისაღებად“. კოალიცია საუბრობს კავკასიურ პოლიტიკაზეც. ამ მხრივ, ქართული ოცნება ემხრობა ჩრდილოეთ კავკასიის ხალხებთან კეთილმეზობლურ და მჭიდრო ურთიერთობას მაგრამ დასძენს, რომ გამოყენებული.

ეს რუსეთთან დაპირისპირების გასაღრმავებლად არ უნდა იქნას კოალიცია ყურადღებას ამახვილებს დაბალანსებული რეგიონული

პოლიტიკის გატარებაზე და ხაზს უსვამს, საქართველოს, როგორც კავკასიური ინტერესების გამაერთიანებლის როლს. კოალიციის თანახმად, აზერბაიჯანისთვის, თურქეთისთვის და სომხეთისთვის

„საქართველო

საზოგადოებრივი

უნდა

ურთიერთობების,

იქცეს ბიზნეს

პოლიტიკური,

ეკონომიკური

შესაძლებლობების

და

რეალიზაციის

პლატფორმად“. კოალიცია საქართველოს ფართო რეგიონულ როლზეც საუბრობს და აცხადებს, რომ ხელსაყრელი მდებარეობის გათვალისწინებით, პრიორიტეტად უნდა იქნას დასახული კასპიის რეგიონისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებთან ურთიერთობის განვითარება. კოალიცია ემხრობა ევროკავშირთან ასოცირებასთან დაკავშირებული ყველა პირობის უმოკლეს ვადებში შესრულებას და ევროპის სამეზობლო პოლიტიკისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში ურთიერთობის კიდევ უფრო გაღრმავებას. რაც შეეხება ამერიკის შეერთებულ

შტატებს,

პროგრამის

თანახმად,

მასთან

ურთიერთობას

„საქართველო

წარმართავს სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიით განსაზღვრული პირობების თანახმად“. პროგრამის თანახმად, დიპლომატიური საქმიანობები უნდა გააქტიურდეს გაეროს, ეუთოს და ევროპის წარმომადგენლობითი ორგანიზაციების მიმართ. კოალიცია ქართული ოცნება ასევე საუბრობს, უცხოური ინვესტიციების შემოსვლის საჭიროებებზე და ამ მხრივ გადასადგმელ პრაქტიკულ ნაბიჯებს ახსენებს. კოალიცია ემხრობა ქვეყნის მეტ ჩართულობას გლობალურ ეკონომიკურ პროცესებში მაგრამ აცხადებს, რომ საჭიროა ექსპორტის სტიმულირება. პროგრამის თანახმად, საგარეო–ფინანსური დახმარებები დროებითი შეღავათია, მაგრამ არასაკმარისი

ეკონომიკის

გაჯანსაღებისთის,

რომლისთვისაც

საჭიროა

„ახალი 80

საერთაშორისო ბაზრების გახსნისა და ძველ ბაზრებზე სრულფასოვანი დაბრუნების მნიშვნელობა“. კოალიცია განმარტავს, რომ ევროკავშირთან და აშშ–ს თან თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმების ამოქმედების კვალდაკვალ აუცილებელია რუსეთის ფედერაციასთან სავაჭრო ურთიერთობების აღდგენაც. პროგრამა, ქვეყნის სატრანსპორტო პოტენციალზეც საუბრობს. კოალიციის თანახმად, საქართველოს ხელსაყრელი მდებარეობა ხელს შეუწყობს ევროპის ბაზრების კასპიისპირა ბაზრებთან დაკავშირებას. კონფლიქტებზე

საუბრისას,

კოალიცია

კიდევ

რამოდენიმეჯერ

ეხება

რუსეთთან

ურთიერთობას. პროგრამის მიხედვით, „საქართველოში შიდა კონფლიქტების წარმოქმნა მნიშვნელოვანწილად განაპირობა რუსეთის დაინტერესებამ, შეენარჩუნებინა რეგიონალური გავლენა“. კოალიცია აცხადებს, რომ რუსეთი ხელს უწყობდა დაპირისპირების განვითარებას, მისი ტერიტორიიდან გადმოსული შეიარაღებული დაჯგუფებები და არმიის ქვედანაყოფები „უშუალოდ მონაწილეობდნენ სამხედრო ოპერაციებში“. 2008 წლის აგვისტოს ომში რუსეთის როლს, კოალიცია ქართული ოცნება შემდეგნაირად აღწერს: „რუსეთის აგრესიული პოლიტიკა განსაკუთრებით ნათლად აისახა 2008 წლის აგვისტოს ომის დროს, როდესაც იგი სამხედრო ძალებით შემოიჭრა საქართველოს ტერიტორიაზე,

მოახდინა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის/ცხინვალის რეგიონის

ტერიტორიების ოკუპაცია, აღიარა მათი დამოუკიდებლობა და გააფორმა ორმხრივ ურთიერთობათა

აქტები,

მათ

შორის

უსაფრთხოებისა

და

სამხედრო

სფეროში

თანამშრომლობის შესახებ.“ ომის შემდეგ რეგიონში დამყარებულ რეალობას, კოალიცია ასე აღწერს: „რუსეთმა გაიმყარა პოზიციები რეგიონში, მნიშვნელოვანი წინააღმდეგობები შეუქმნა ევროპულ და ევროატლანტიკურ სივრცეში საქართველოს ინტეგრაციის პერსპექტივას, სამხედრო ბაზები განალაგა

კასპიისა

და

შუა

აზიის

რეგიონების

ევროპასთან

დამაკავშირებელი

ალტერნატიული ენერგორესურსების დერეფნის, აგრეთვე საქართველოს სატრანსპორტო მაგისტრალებისა და საზღვაო პორტების უშუალო სიახლოვეს; ზურგი გაუმაგრა საკუთარ პოლიტიკას არასტაბილურ ჩრდილოეთ კავკასიაში“. კოალიცია რუსეთის უარყოფით როლზე საუბარს, ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მდგომარეობაზე ხაზგასმით აგრძელებს. დოკუმენტის თანახმად მიმდინარეობს ორი რეგიონის რუსიფიკაციის პროცესი და ძლიერდება მისი სამხედრო პოტენციალი. პროგრამის თანახმად, არასტაბილური კავკასია და მათ შორის საქართველოში არსებული ვითარება

„ძირს

უთხრის

საერთაშორისო

თანამეგობრობის

ძალისხმევას,

მიაღწიოს

რეგიონალური ეკონომიკური პროექტების რეალიზაციას და უზრუნველჰყოს უსაფრთხოება ევროატლანტიკური სივრცის - „ფართო სამხრეთის განზომილების რეგიონში“. ვითარების სტაბილიზაციისა და კონფლიქტების მოგვარების ერთ–ერთ ხელის შემშლელ ფაქტორად კი, 81

კოალიცია რუსეთსა და საქართველოს შორის წარმოქმნილ უკიდურესად ნეგატიური ურთიერთობებს მიიჩნევს. ვითარებიდან გამოსავლად კი, კოალიცია „მშვიდობიან კურსს“ მოიაზრებს და აცხადებს, რომ ეს კურსი საერთაშორისო თანამეგობრობის პოლიტიკას შეესაბამება. რაც შეეხება კონკრეტულ ნაბიჯებს, კოალიცია ეუთო–ს ან გაეროს ფორმატში მოლაპარაკებებს და მათი მონიტორინგის მისიის შექმნას ემხრობა. ამავდროულად, კოალიცია აცხადებს, რომ რუსეთთან კონფრონტაციის რეჟიმში ურთიერთობის გაგრძელების ნაცვლად, მისი მოლაპარაკებების პროცესში ჩართვა უნდა მოხდეს. კოალიცია ქართული ოცნების განაცხადებიდან ყველაზე მეტი – 38 – დასავლეთის მიმართ დადებითია, 28 საერთაშორისო გახსნილობის მიმართ დადებითი, 27 რუსეთის მიმართ უარყოფითი, 21 ზოგადია ან არ შეესაბამება არცერთ კატეგორიას, 18 მეზობელი ქვეყნების მიმართ დადებითი, 11 რუსეთისადმი ნეიტრალური, 2 რუსეთისადმი დადებითი, 2 საერთაშორისო ორგანიზაციების მიმართ უარყოფითი და ერთიც ნეიტრალიტეტის/ბალანსის მომხრე.

82

დანართი: საგარეო პოლიტიკის თემატური კატეგორიები და მათი განმარტებები

დასავლეთი – დადებითი  

ინტეგრაცია და/ან გაწევრიანება ევროპის კავშირში; ინტეგრაცია და/ან გაწევრიანება ევროპის საბჭოში;



ევროპის ცალკეულ ქვეყნებთან და აშშ–სთან ურთიერთობის გაღმავება;



ინტეგრაცია და/ან გაწევრიანება ჩრდილო–ატლანტიკურ ალიანსში;



დასავლური ღირებულებების პატივისცემისკენ მოწოდება.

დასავლეთი – უარყოფითი 

ევროპის

კავშირისადმი

ან

ცალკეული

ევროპული

ქვეყნისადმი

უარყოფითი

დამოკიდებულება; 

ნატოში ინტეგრაციის და გაწევრიანების საწინააღმდეგო პოზიცია;



დასავლური ღირებულებების უგულებელყოფა.

საერთაშორისო გახსნილობა – დადებითი 

ზოგადი მხარდამჭერი განცხადებები საქართველოს გლობალური როლის შესახებ;



საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერის მოპოვების/შენარჩუნების საჭიროება;



საერთაშორისო ორგანიზაციებისადმი (ეუთო, გაერო) მხარდაჭერა და აღებული ვალდებულებების შესრულების საჭიროება;



საერთაშორისო სტანდარტების და საუკეთესო პრაქტიკის საქართველოში დანერგვის საჭიროება;



საერთაშორისო სამართლის პრინციპების აღიარება/არგუმენტად მოხმობა;



ქვეყნის ბაზრის გახსნილობა უცხოური ბიზნესებისა და ინვესტიციებისთვის.

საერთაშორისო გახსნილობა – უარყოფითი 

საერთაშორისო თანამშრომლობის მიმართ უარყოფითი დამოკიდებულება;



საერთაშორისო ორგანიზაციებისადმი უნდობლობა;



ქვეყნის შიდა ბაზრის დაცვა უცხოური ბიზნესებისგან.

რუსეთის ფედერაცია – დადებითი 

რუსეთის ფედერაციის მიმართ დადებითი დამოკიდებულება;



რუსეთ–საქართველოს შორის დიალოგის დაწყების საჭიროება;



რუსეთის ინტერესების გათვალისწინება საქართველოში და რეგიონში; 83



დამოუკიდებელ სახელმწიფოთა კავშირში ინტეგრაციის და მისი კომპეტენციების გაზრდის სურვილი.

რუსეთის ფედერაცია – უარყოფითი 

რუსეთის სამხედრო ბაზების გასვლის საჭიროება;



დეოკუპაციაზე ყურადღების გამახვილება;



ოკუპირებულ

ტერიტორიბზე/სეპარატისტულ

რეგიონებში

რუსეთის

როლის

ხაზგასმა. რუსეთის ფედერაცია – ნეიტრალური 

ზოგადი

განაცხადები

რუსეთ–საქართველოს

შორის

კეთილმეზობლური

ურთიერთობის/დამოკიდებულების საჭიროების შესახებ. ურთიერთობა მეზობლებთან – დადებითი 

კავკასიაში და შავი ზღვის რეგიონში ინტეგრაციული პროცესების ხელშეწყობა;



საქართველოს კავკასიურ როლზე ხაზგასმა;



საქართველოს ევროპასა და აზიას შორის დამაკავშირებლის როლზე საუბარი



კავკასიის და შავი ზღვის აუზის ცალკეულ სახელმწიფოებთან ურთიერთობის გაღმავება.

ურთიერთობა მეზობლებთან – უარყოფითი 

კავკასიაში და შავი ზღვის რეგიონში არსებულ სახელმწიფოებთან ან ცალკეულ სახელმწიფოსთან ურთიერთობის გადახედვის საჭიროება;

ნეიტრალიტეტი/დაბალანსებული საგარეო პოლიტიკა – დადებითი 

სამხედრო მიუმხრობლობა;



უცხოური ბაზების განუთავსებლობა საქართველოში;



საგარეო პოლიტიკაში ბალანსის/წონასწორობის საჭიროება.

ზოგადი/სხვა 

განაცხადები, რომელიც არცერთ წინა კატეგორიას არ ესადაგება;



ზოგადი განაცხადები საგარეო ურთიერთობების/საერთაშორისო პოლიტიკის შესახებ.

84

Lihat lebih banyak...

Comentarios

Copyright © 2017 DATOSPDF Inc.